დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 29, 2013

რიკიარდო „რედ ბულის“ 2014 წლის ბოლიდში ვერ ეტევა

Ricciardo's hips too wide for 2014 Red Bull
29 აგვისტო
„რედ ბულს“ ჯერ არ გამოუცხადებია, თუ ვინ დაიკავებს მარკ ვებერის ადგილს, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილია. საქმე ისაა, რომ მომავალი სეზონის მანქანის შემუშავებისას, საჭიროა პილოტების ტანის პარამეტრების აღება. ამისთვის, კი მილტონ კინსში უკვე მიიწვიეს დანიელ რიკიარდო (ფოტოზე), ვინც სწორედ ვებერის შემცვლელად განიხილება.
როგორც იტალიური ჟურნალი „ავტოსპრინტი“ და გერმანულენოვანი „სპიდ უიკ“ იუწყებიან, რიკიარდოს მეტისმეტად განიერი თეძოები აღმოაჩნდა და ედრიან ნიუის მიერ დაპროექტებულ კოკპიტს ვერ მოერგო. საერთოდ ცნობილია, რომ ნიუი ყოველთვის ძალიან მჭიდრო კოკპიტებს აკეთებს, რათა აეროდინამიკის შემუშავებისას, მანქანას რაც შეიძლება მცირე შუბლა ფართობი ჰქონდეს. მომავალი სეზნისთვის, მანქანაში ყველას და ყველაფრის მჭიდრო განლაგებას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა თვლის, რომ ახალი თაობის პილოტებიდან, რიკიარდო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია. მაგრამ მისივე თქმით, დღეს ეს საკმარისი არაა. ამიტომ, „რედ ბულში“ ავსტრალიელის მიყვანა სარისკო საქმეა. სხვათა შორის, რისკზე ლაპარაკობენ მაშინაც, როცა საქმე „ფერარიში“ ნიკო ჰულკენბერგის შესაძლო გადასვლას ეხება. ლაუდას თქმით, „ფერარიში“ რომ მუშაობდეს, კიმი რაიკონენის მიყვანას არჩევდა. ლაუდა ამბობს, რომ ჰულკენბერგი კარგი პილოტია, მაგრამ ერთი სეზონი კიდევ სჭირდება, რათა „ფერარის“ შესაფერისი გახდეს.
დაბოლოს, ლაუდა თავის გუნდსაც (მერსედესს) ეხება და ამბობს, რომ ყველას გაუკვირდა, როცა ნიკო როსბერგმა, ლუის ჰამილტონის დონეზე ასპარეზობა შეძლო. კითხვაზე, ხომ არ უკვირს, რომ ლუისმა პირველივე სეზონში დაიწყო ტიტულისთვის ბრძოლა, ლაუდა პასუხობს: „არა, რადგან ჩვენ ვიცოდით, რომ მისი მოსვლა, ჩვენს გუნდს ძალას შემატებდა. ჩვენთვის გასაკვირი უფრო ისაა, რომ ნიკო მის დონეზე ასპარეზობს. მას ხშირად იღბალი არ უმართლებს, მაგრამ რაც შეეხება სიჩქარეს, ამ მხრივ ისინი ერთნაირად ასპარეზობენ“.

No comments:

Post a Comment