დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 29, 2013

„სუბარუ“ უფრო სპორტულ WRX-ს მერმისს გამოუშვებს

Subaru plans sportier WRX/STI next year
29 აგვისტო
იაპონური კომპანია შემდეგი თაობის სპორტულ სედან WRX-ის სერიულ ვერსიას ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე წარადგენს, რომელიც ნოემბერში გაიმართება. ეს ავტომობილი ბაზარზე მომავალი წლიდან გამოჩნდბა. პირველ რიგში, მას ამერიკელ და იაპონელ მყიდველს შესთავაზებენ.
სედან WRX-ის კონცეპტუალური ვერსია „სუბარუმ“ პირველად ნიუ იორკის წლევანდელ მოტორ შოუზე წარადგინა, სადაც სპეციალისტების და საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. ჯერ დადასტურებული არაა, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ „იმპრეზასგან“ განსხვავებით, რომელზეც არის ბაზირებული, WRX მხოლოდ ოთხკარიანი სედანის სახით გამოვა.
ჯერჯერობით უცნობია, რა ძრავით აღიჭურვება განახლებული WRX. ერთი ვერსიით, მას მამოძრავებელი ძალით 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი უზრუნველყოფს, მეორე ვერსიით კი კაპოტქვეშ ახლანდელი 2.5-ლიტრიანი ოპოზიტური აგრეგატის მოდერნიზებული ვერსია განლაგდება, რომლის ახლანდელი ვერსიის მაქსიმალური სიმძლავრეც 305 ცხენის ძალას აღწევს.
ახალი WRX საგზაო ტესტების სერიას გერმანიის ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე გადის, სადაც შენიღბული სახით რამდენჯერმე დააფიქსირეს. ტესტების დროს, ავტომობილს უკანა ნაწილში მასიური სპოილერი ჰქონდა დამაგრებული.
აღსანიშნავია, რომ ახალი WRX-ის შემდეგ, „სუბარუ“ მალე განახლებული „ლეგასის“ და „აუტბეკის“ გაყიდვებს დაიწყებს, რომლებსაც ერთი წლის შემდეგ, მოდერნიზებული XV და BRZ მოჰყვება. შემდგ კი „ფორესტერის“ და „იმპრეზას“ ჯერიც დადგება.

No comments:

Post a Comment