Motor racing-Hamilton takes fourth pole in a row
24 აგვისტო
წვიმის გამო, ბელგიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო
რბოლა, განსაკუთრებით კი მისი მესამე ნაწილი, ნამდვილ ლატარეას დაემსგავსა. ბოლო სეგმენტის
განმავლობაში, გაწვიმებაც მოასწრო, გადაღებაც და ასფალტის ოდნავ შეშრობაც. რამაც
ლამის სენსაციური შედეგი შემოგვთავაზა. ბრიტანელი პოლ დი რესტა თავის კარიერაში
პირველ პოულთან ძალიან ახლოს იყო, კვალიფიკაციის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე,
სწორედ მისი გვარი ეწერა ცხრილის სათავეში, მაგრამ „რედ ბულის“ და „მერსედესის“
პილოტებმა სენსაცია არ ისურვეს, მათგან ყველაზე სწრაფი კი ლუის ჰამილტონი
აღმოჩნდა, რომელმაც ასპარეზობა ბოლომ დაასრულა და პოულსაც სწორედ ის დაეუფლა.
სხვათა შორის, ამინდმა კვალიფიკაცია პირველივე
სეგმენტში თავდაყირა დააყენა - მისი შედეგების მიხედვით, მეორეში ასპარეზობის
უფლება „მარუსიას“ ორივე პილოტმა და „კატერჰემის“ ჰოლანდიელმა გიედო ვან დერ გარდემ
მოიპოვეს. ასეთი რამ, რაც ეს გუნდები ფ1-ში არიან, ადრე არასდროს მომხდარა...
ჰამილტონმა ზედიზედ მეოთხე, კარიერაში კი 31-ე პოულ
პოზიცია მოიპოვა. ნარბოლევს განაცხადა, რომ არ ელოდა, თუ კარგი დროის ჩვენებას
შეძლებდა, რადგან წრის დასაწყისში შეცდა და ბევრი დრო დაკარგა. შემდეგ, დრო კიდვ
უფრო გაუუარესდა. მაგრამ მეორე სექტორიდან ამოქაჩა და ბოლოს ყველა, მათ შორის
საკუთარი თავიც კი გაოცებული დატოვა. ამასთან, ისიც აღიარა, ცვალებად ამინდში
რბოლა მიყვარს, რადგან ბალანსს ადვილად ვპოულობო. არადა, სამივე პრაქტიკა ათეულს
მიღმა დაასრულა და კვალიფიკაციის მეორე სეგმენტშიც, ერთ მომენტში გავარდნასთან
ახლოს იყო.
მესამე სეგმენტის დასაწყისში, დი რესტამ გარისკა -
როცა ყველა ტრასაზე გამოეფინა, რათა გაწვიმებულზე, სანამ ტრასა ჯერ კიდევ არ იყო
წყლით გაჯერებული, კარგი დროის ჩვენება მოესწრო. რაც მთავარია, ყველამ სლიკებით რბოლა
არჩია. შოტლანდიელმა კი ცოტა მოიცადა და როცა დაინახა, რომ სლიკები ასეთ გზაზე ვერ
ვარგოდა, საშუალო წვიმის რეზინით შეამოსინა თავისი მანქანა. და ამან კარგად
იმუშავა - მეტოქეებს ორ წამზე მეტით აჯობა.
საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ დი რესტა კარიერაში
პირველ პოულს დაეუფლებოდა. მაგრამ წვიმა გაჩერდა და კიმი რაიკონენმაც უმალ თითქმის
შეძლო მისი დროის გაუმჯობესება. ეს იმის ნიშანი იყო, რომ დარჩენილ ორ წუთში ბევრი
რამ იყო მოსალოდნელი. და მართლაც, ჯერ ნიკო როსბერგმა, შემდგ კი „რედ ბულის“ ორივე
პილოტმა, დი რესტას ჩამოქვეითება შეძლეს. ტრასაზე მხოლოდ ჰამილტონი იყო დარჩენილი,
რომელმაც ეს ბოლო წრე ცუდად დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ, ფეტელის საუკეთესო დროს 0.88
წამი მოაკლო.
„ვიფიქრე,
რომ წვიმა გაძლიერდებოდა და გადაწყვეტილებაც მე მივიღე, რადგან დავინახე, რომ ტრიბუნებზე
ქოლგებს თანდათან შლიდნენ. მემგონი, არ შევმცდარვარ. ჩვენი მანქანა სველზე ვერაა
ისეთი სწრაფი და სხვანაირად გამიჭირდებოდა კონკურენტული დროის ჩვენება. თანაც,
მეხუთე პოზიციაც არ არის ცუდი შედეგი. რბოლა თუ მშრალ ამინდში იქნება, კარგი შედეგისთვის
ბრძლასაც შევძლებ, სველზე კი გამიჭირდება“, - განაცხადა დი რესტამ.
ბელგიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2:01.012
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 2:01.200
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული) 2:01.325
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 2:02.251
5. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 2:02.332
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 2:03.075
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 2:03.081
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 2:03.390
9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 2:03.482
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 2:04.059
- - - - - - - - - -
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი) 1:49.088
12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:49.103
13. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი) 1:49.304
14. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი) 1:52.036
15. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:52.563
16. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1:52.762
- - - - - - - - - -
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 2:03.072
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო) 2:03.300
19. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 2:03.317
20. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 2:03.432
21. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 2:04.324
22.
შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი) 2:07.384
No comments:
Post a Comment