Schumacher not entering race for Red Bull seat
24 აგვისტო
ბელგიაში, პილოტების სატრანსფერო „სილი სიზონი“
ლამის მართლა გადაირია - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხაელ შუმახერი კიდევ ერთ
დაბრუნებას გეგმავს, ამჯერად „რედ ბულის“ მანქანით. ბევრს მართლა ვერ
წარმოუდგენია, რომ „რედ ბულმა“ უარი უთხრა კიმი რაიკონენს მხოლოდ იმისთვის, რომ დანიელ
რიკიარდო მიიღოს. ამიტომ, ზოგიერთის ფანტაზიას თვით მიხაელ შუმახერიც კი
გაახსენდა, რომელმაც „მერსედესში“ სამი წელი წყალი ნაყა.
ამ ხმების ავტორებს ალბათ ის გაახსენდათ, რომ შუმი
და სებასტიან ფეტელი ჩემპიონთა რბოლებს უკვე მერამდენე წელია, გერმანიის სახელით
იგებენ. და რატომ არ უნდა იყვნენ ერთ, ჩემპიონ გუნდში? ასეთები ალბათ შუმახერის
მერვე ტიტულზე ოცნებობენ, როგორც არცთუ შორეულ წარსულში, ლენს არმსტრონგის ფანებს
ტურ დე ფრანსზე მისი მერვე ტრიუმფი სწყუროდათ...
მაგრამ ყველა ისტორიას აქვს დასაწყისი და
დასასრული. და შუმახერმაც საბოლოოდ დასვა წერტილი. ის ახლა 44 წლისაა და
მიუხედავად იმისა, რომ ადრე მის ასაკშიც ხდებოდნენ ჩემპიონები, წერტილის წაშლას
აღარ აპირებს. თუნდაც იმიტომ, რომ როგორც წინა სეზონებმა გვიჩვენა, მოტივაცია აღარ
აქვს. ამის გარეშე კი ისეთ კონკურენტულ გარემოში, როგორიც თანამედროვე ფ1-ში
სუფევს, მხოლოდ სტატისტობა მოუწევს. ეს კი მის ამბიციებს არ შეეფერება.
„ის არაა მათ შორის, ვისაც „რედ ბულთან“ შეხება
ჰქონდა. მან ფ1-ში ძალიან ბევრს მიაღწია და კმაყოფილია ამით. არაფერ შუაშია ის
ფაქტი, რომ მიხაელი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. მთავარი ისაა, რომ ბევრი
ვალდებულების აღება მოუწევს. ის კი თვლის, რომ ამის საჭიროება არ აქვს. ის ახლა
თავისი ცხოვრებით ტკბება“, - წერს ბრიტანული „მირორი“.
No comments:
Post a Comment