დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 24, 2013

ნიუ ჯერსის რბოლა არც მერმისს გაიმართება

New Jersey 'mess' not on 2014 calendar - Ecclestone
24 აგვისტო
ფორმულა ერთში ჭარბი რბოლების პრობლემა უმტკივნეულოდ მოგვარდა - მომავალი სეზონის კალენდრიდან ისევ ამოვარდა ნიუ ჯერსის „გრან პრი ოფ ამერიკა“. ამგვარად, ამერიკას ისევ არ ექნება ორი ეტაპი, ავსტრია კი „მშვიდად“ დაიკავებს იმ ადგილს (კალენდარში), რომლის დაკავებაც ამ სეზონშიც შეეძლო და სურდა.
ბერნი ეკლსტოუნმა გადაწყვიტა, რომ ნიუ ჯერსის ეტაპის კიდევ ერთხელ გაუქმებას აჯობებს, თუ რბოლას საერთოდ არ შეიტანს კალენდარში, მის ადგილზე კი თავიდანვე იმ ტრასას ჩასვამს, რომელიც ახლავე მზადაა რბოლის მისაღებად. საქმე ისაა, რომ ნიუ ჯერსის რბოლის ორგანიზატორებს, ქალაქის ქუჩებში სარბოლო ტრეკის მოსაწყობად საჭირო ფული ჯერაც ვერ უშოვნიათ და ჯერჯერობით, არც ამის პერსპექტივა აქვთ.
არადა, სიენენთან საუბრისას, ნიუ ჯერსის ეტაპის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომ მომავალი სეზონის რბოლისთვის მზადბა უკვე დაწყებულია. მასვე უთქვამს, რომ სამზადისის თაობაზე ოფიციალური განცხადება, კალენდრის გამოქვეყნების შემდეგ გაკეთდება.
ბერნიმ ნიუ ჯერსის ორგანიზატორთა მდგომარეობა, დონინგტონის ტრეკის მფლობელთა ყოფას შეადარა, რომლებსაც რამდენიმე წლის წინ, ბრიტანული ეტაპის მასპინძლობა სურდათ, მაგრამ ამას თავი ვერაფრით მოაბეს. „ნიუ ჯერსი დონინგტონივითაა. ამათთან იმდენი არეულობა და უწესრიგობაა, რომ საქმედ არ ღირს“, - ამბობს ბერნი და გაკვირვებული დასძენს, რომ პრომოუტერმა ლეო ჰინლი უმცროსმა ვერაფრით შეძლო პროექტის ამუშავება.
„ეს ბიჭი მულტიმილიარდერია და მას ნიუ იორკში ყველა იცნობს. და ასეთი ადამიანი ვერ ახერხებს რბოლის ორგანიზებას“, - უკვირს ბერნის, ვისაც დიდი სურვილი აქვს, რომ ფ1-ის რბოლა ნიუ იორკელებს უჩვენოს, მაგრამ წლების განმავლობაში, იქ მხოლოდ ფ1-ის მინი აღლუმების ჩატარებას თუ ახერხებს...

No comments:

Post a Comment