დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 24, 2013

„სილი სეზონი“ ბატონსაც შეეხო

Now Button joins Formula One's 'silliest silly season'
24 აგვისტო
ასეთი მართლა გიჟური სატრანსფერო სეზონი, უკვე დიდი ხანია, ფორმულა ერთს არ ჰქონია. ის უკვე იმ პილოტებსაც შეეხო, რომლებსაც მომავალ სეზონზე კონტრაქტები აქვთ. მაგალითად, ჯენსონ ბატონს, რომელიც „სილი სიზონის“ მარაქაში სპა ფრანკორშანზე გარიეს. ამჯერად აჟიოტაჟი „ტელეგრაფის“ რეპორტიორ ტომ ქერის და ჯენსონ ბატონის საუბარმა გამოიწვია.
ბატონმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს „რედ ბულში“, ან „ფერარიში“ გადასვლას, რადგან „მაკლარენს“ ჯერაც არ გამოუყენებია მისი უფლება, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონს კონტრაქტი გაუგრძელოს: „მე ჯერ მათ უნდა ვკითხო, რას აპირებენ. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ისევ მსურს და მნიშვნელობა არ აქვს, რომელ გუნდთან ერთად შევძლებ ამას. თუ ჩავთვლი, რომ გადასვლა კარგ შანსს მომცემს და ამის შესაძლებლობა მომეცემა, ეს ჩემთვის კარგი იქნება. ვფიქრობ, ჩემთვის სწორ არჩევანად „მაკლარენი“ რჩება“.
საინტერესოა, რომ „რედ ბულმა“ მონცამდე გადადო მარკ ვებერის შემცვლელის დასახელება. ავსტრიულმა გუნდმა კიმი რაიკონენს უკვე უთხრა უარი, რაც ფინელის მენეჯერმა სტივ რობერტსონმა ოფიციალურად დაადასტურა. თითქოს, ამით დანიელ რიკიარდოსთვის გზა გაიხსნა, მაგრამ სპას კონფერენც-დარბაზში ხარების შეფმა კრისტიან ჰორნერმა შემდეგი განცხადა: „საკითხი ასე დგას - გადავიდა რაიკონენი სადმე? თუ გადავიდა, დანარჩენებიც მიჰყვებიან. მე არაფერს გამოვრიცხავ. ძალიან გაგიკვირდებათ, თუ საკითხისადმი იმ მიდგომას გაგაცნობთ, რომელიც ჩვენ გვაქვს. ბევრი ინტერესი იკვეთება და ამ ყველაფრის დალაგებას დრო სჭირდება“.
რიკიარდოც ამბობს, რომ შამპანურის გახსნა ჯერ ადრეა, რადგან გარანტირებული არაფერია. „სანამ მათგან რაიმე რეალურს არ გავიგებ, მანამ არაფრის იმედი არ მექნება“, - ამბობს ავსტრალიელი.

No comments:

Post a Comment