დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 24, 2013

განახლებული „შევროლე კამაროს“ ღია ვერსია პრემიერის წინ

First Photos of New 2014 Chevrolet Camaro Convertible, Debuts in Frankfurt
24 აგვისტო
„შევროლემ“ თავისი განახლებული „კამაროს“ ღია ვერსიის მსოფლიო პრემიერის ადგილად, ფრანკფურტის მოტორ შოუ აირჩია. მანამდე კი ამ ავტომობილის ფოტოები და მის შესახებ მცირე ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა. უნდა ითქვას, რომ ამერიკულ და ევროპულ ვერსიებს შორის სხვაობა პრაქტიკულად არაა. ოღონდ, რატომღაც ამერიკულმა კომპანიამ ევროპულ ვერსიაზე უჩვეულოდ დიდი გარე სარკეები დააყენა, როცა ამერიკულ ვერსიაზე ისინი მომცრო და ოპტიმალური ფორმისაა.
კაბრიოლეტთან ერთად, ფრანკფურტში ევროპული დებიუტი ექნება კუპესაც. ძველ კონტინენტის ბაზრისთვის განკუთვნილი ორივე ავტომობილი მხოლოდ 6.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 426 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 569 ნიუტონმეტრი. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. კუპე ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 5.2 წამში ასწრებს, კაბრილოეტს კი იგივე მანევრისთვის 5.4 წამი სჭირდება.
განახლებულ „კამაროს“ უფრო დახვეწილი აეროდინამიკა აქვს. მას შეეცვალა წინა ფარები, ბამპერი, კაპოტი, რადიატორის ცხაურის მოყვანილობა. უკან კი - ფარები და საბარგულის სახურავი, სპოილერი, ბამპერი და გამოსაბოლქვის მილები. ამ ავტომობილის ამერიკული პრემიერა ნიუ იორკის ავტო შოუზე შედგა. სალონში ახალია ახალი მულტიმედიური სისტემა, 7-დუიმიანი ფერადი სენსორული ეკრანით, ასევე სტანდარტულ ეკიპირებაში შემავალი სანავიგაციო სისტემით.
ევროპაში განახლებული „კამაროს“ გაყიდვები წლის ბოლოს დაიწყება. გერმანიაში კუპეს სასტარტო ფასი 39 990 ევროა, კაბრიოლეტისა კი - 44 990 ევრო.

No comments:

Post a Comment