დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 25, 2013

„ფორდი“ ბერლინში ახალ კონცეპტს გაგვაცნობს

Ford to Debut New Concept Car in Berlin Next Month
25 აგვისტო
„ფორდს“ სრულიად ახალი კონცეპტუალური ავტომობილი აქვს შემუშავებული, რომელსაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე კი არა, ბერლინის სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა IFA-ზე წარადგენს. ამ ავტომობილის ჯერჯერობით ფოტოებიც და ტექნიკური მახასიათებლებიც დაფარულია. თუმცა, ამერიკული კომპანია გვპირდება, რომ ეს არის ავტომობილი, რომელზეც არაერთი უახლესი ტექნოლოგიაა გამოყენებული. მათ შორის, უსაფრთხოებისა და კომფორტის საშუალებები.
კონცეპტუალური ავტომობილის წარდგენის გარდა, „ფორდი“ მისი მეშვეობით, კიდევ ერთხელ აპირებს იმის დემონსტრირებას, რომ ის ლიდერი კომპანიაა ავტომწარმოებლებს შორის, როდესაც საქმე ეხება ავტომობილების კავშირის, უსაფრთხოებისა და კომფორტის საშუალებებით აღჭურვას და ამ საშუალებებისთვის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას.
გარდა ამისა, ბერლინში „ფორდ“ გამოაქვეყნებს თავის გეგმებს, რომლებიც ტექნოლოგია „ფორდ SYNC AppLink-ის“ მასობრივ დანერგვას ეხება. ეს სისტემები კავშირისა და გართობის აპარატურის მაქსიმალურად გამარტივებულად გამოყენების საშუალებას იძლევა. ისინი საოპერაციო სისტემა „ვინდოუსის“ საფუძველზეა შექმნილი და მათ ცისფერი ოვალი 2007 წლიდან იყენებს.
ბერლინის გამოფენა IFA 6 სექტემბერს გაიხნება, „ფორდი“ კი თავისი კონცეპტუალური ავტომობილის ფოტოებს ორი დღით ადრე გაგვაცნობს.

No comments:

Post a Comment