დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 25, 2013

„ლენდ როვერი“ განახლებულ „დისქავერის“ წელს გამოუშვებს

Land Rover Discovery facelift to go on sale this year
25 აგვისტო
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „ლენდ როვერი“ თავისი უგზოობის პოპულარული ავტომობილის, „დისქავერის“ განახლებულ ვერსიას წარადგენს. კომპანიამ პრაქტიკულად დაასრულა ავტომობილის სატესტო პროგრამა და მალე მის სერიულ წარმოებასაც დაიწყებს. განახლებული „დისქავერი“ ბაზარზე ამ წლის ბოლოს გამოჩნდება.
სიახლეთაგან აღსანიშნავია უახლესი შუქდიოდური ფარები, რაც პრაქტიკულად ყველა ახალი პრემიუმ ავტომობილისთვის უკვე აუცილებელ ნორმად იქცა. ფარების ფორმები ალბათ უახლეს „რეინჯ როვერსა“ და „რეინჯ როვერ სპორტის“ ანალოგიურ ელემენტებს გაგახსენებთ. შეცვლილია რადიატორის ცხაური, სანისლე ფარები, გარე სარკეები და უკანა ფარები.
ავტომობილი შეინარჩუნებს ძრავების ძველ გამას. ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ძრავების მახასიათებლები ოდნავ გაუმჯობესებული იქნება. ბრიტანეთის გარდა, სხვა ბაზრებზე აღარ გაიყიდება ავტომობილის ის ვერსია, რომელიც ბენზინის 5.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი. ამ აგრეგატს „ლენდ როვერის“ ახალი, 3.0-ლიტრიანი V6 ჩაანცვლებს, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურება.

No comments:

Post a Comment