დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 31, 2013

„ნისანი“ შემდეგი თაობის GT-R-ს 2016 წელს გამოუშვებს

Next-Gen Nissan GT-R Confirmed for 2016
31 აგვისტო
„ნისანმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ შემდეგი თაობის სუპერ ავტომობილ GT-R-ს 2016 წელს გამოუშვებს. ეს ინფორმაცია პირველად გამოცემა „მოტორ ტრენდმა“ გაავრცელა. ახალ ავტომობილზე ჯერჯერობით ამაზე მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ავტომობილი ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება.
ამ ვარაუდის საფუძველს ის ფაქტი იძლევა, რომ ახლახანს იაპონურმა კომპანიამ სავაჭრო ნიშანი „R-ჰაიბრიდ“ დააპატენტა. არაა გამორიცხული, რომ ჰიბრიდული სისტემით, ახალი ავტომობილის ერთ-ერთი ვერსია აღიჭურვოს, რომელიც სტანდარტული შესრულებით, შიდაწვის ძრავიანი იქნება.
სანამ მეორე თაობის GT-R-ს გამოუშვებს, „ნისანი“ თავის სპორტულ დივიზიონ „ნისმოსთან“ ერთად, ახლანდელი GT-R-ის ზეტემპერამენტიან ვერსიას ქმნის, რომელიც ადგილიდან ასის აკრეფას ორ წამში შეძლებს. შეგახსენებთ, რომ სტანდარტული ავტომობილი აღჭურვილია 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6 ძრავით, რომლის სიმძლავრე 545 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 628 ნიუტონმეტრი.

No comments:

Post a Comment