დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 27, 2013

„ნისანს“ თვითმავალი ავტომობილები მზად 2020 წელს ექნება

Nissan Announces Unprecedented Autonomous Drive Benchmarks
27 აგვისტო
დღეს თვითმავალი და ავტოპილოტზე მომუშავე ავტომობილები უკვე უტოპიად აღარ ითვლება. „გუგლმა“ ამის მაგალითი ყველას მისცა და მალე, რამდენიმე ავტომწარმოებელი, სწორედ თვითმავალი ავტომობილების წარმოებას დაიწყებს. ასეთებს შორის, „მერსედეს-ბენცი“, „ვოლვო“, „ფოლკსვაგენი“, „ფორდი“ და „ნისანიც“ იქნებიან. „ნისანი“ იმასაც შეგვპირდა, რომ თავისი თვითმავალი სერიული ავტომობილის წარმოების დაწყების საშუალება, 2020 წელს ექნება.
თვითმავალი ავტომობილების შემუშავებაზე, „ნისანის“ კვლევისა და განვითარების ცენტრებში უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. უკვე არაერთი პროექტი შემუშავდა, რომლებსაც იაპონური კომპანია მალე ინვესტირების მეშვეობით, რეალურ ტექნოლოგიებად ჩამოაყალიბებს. ამ მიზნით, ახლახანს „ნისანმა“ შტატ კალიფორნიაში მოწინავე ტექნოლოგიების ცენტრი ჩამოაყალიბა.
„ნისანს“ და სხვა კომპანიებს, რომლებიც ავტონომიურ ავტომობილებზე მუშაობენ, ასეთი ტექნიკის დანერგვის საქმეში ყველაზე მთავარ ხელის შემშლელ გარემოებად, შესაბამისი რეგულაციების არარსებობას ასახელებენ. ამის გარეშე, თვითმავალი ავტომობილების გაყიდვები ვერანაირად ვერ დაიწყება, რადგან მათი საერთო სარგებლობის გზებზე გადაადგილება აკრძალული იქნება.
ალბათ ესაა „ნისანის“ სიფრთხილის მიზეზი, რაც იმაში გამოიხატა, რომ ოფიციალურ რელიზში, კომპანიას ასე უწერია: თვითმავალი ავტომობილები მზად 2020 წელს ექნება. „ნისანში“ დარწმუნებულები არიან, რომ ეს ავტომობილები სრულიად ქმედუნარიანი და სერიული წარმოებისთვის მზადყოფნაში იქნება. და ისინი კონვეიერზე აუცილებლად დადგებიან, თუ კანონმდებლები მათ გადაადგილების უფლებას მისცემენ.
„ნისან ამერიკას“ წარმომადგენელი დეივ როიტერი ამბობს, რომ ამჟამად უკვე შექმნილია ბევრი ისეთი ტექნოლოგია, რომლებიც აუცილებელი იქნება თვითმავალ ავტომობილებში. აასთან, დროთა განმავლობაში, ისინი კიდევ უფრო დაიხვეწება, რაშიც იაპონურ კომპანიას სპეციალური სატესტო პოლიგონი დაეხმარება, რომელსაც მალე ააშენებენ.
თვითმავალი ავტომობილების შექმნაში, „ნისანთან“ ისეთი აღიარებული ინსტიტუტები იმუშავებენ, როგორებიცაა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ასევე ოქსფორდისა და სტენფორდის უნივერსიტეტები. ექსპერიმენტულ ავტომობილებს კი ელექტრომობილ „ნისან ლიფის“ ბაზაზე შეიმუშავებენ. სხვათა შორის, მის ბაზაზე არაერთი ტექნოლოგიის ტესტირება უკვე დაწყებულია.

No comments:

Post a Comment