Opel Reveals Face of Monza Coupe Concept Ahead of
Frankfurt Debut
8 ივლისი
„ოპელი“ თანდათან იცვლის იმიჯს, რომელიც მას
მასობრივმა „ვექტრამ“ მოუტანა და პრემიუმის სიახლოვეს დამკვიდრებას ცდილობს. ამის
პირველი ნიშანი, რამდენიმე წლის წინ, სრულიად ახალი „ინსიგნია“ (რომელმაც სწორედ
ვექტრა ჩაანაცვლა) იყო, რომელსაც ახლახანს პატარა „ადამი“ მოჰყვა. მალე კი მათ
კუპეს კლასის ავტომობილი შეუერთდება, რომლის კონცეპტუალურ ვერსიასაც, სახელად „მონცა“,
გერმანული კომპანია პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენებს.