დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 5, 2013

იუბილარი ფეტელი ყველაზე სწრაფია

Tyres behave as Hamilton and Vettel shine
5 ივლისი
ნურბურგრინგზე მთავარი თემა ისევ „პირელის“ საბურავებია. პილოტებმა გადაწყვიტეს, თუ სილვერსტოუნის ინციდენტები გამეორდება, გერმანიის დიდ პრიზს ბოიკოტს გამოუცხადებენ. თუმცა, პრაქტიკებმა მშვიდობიანად ჩაიარა - როგორც ჩანს, „პირელის“ მიერ აღმოჩენილი მიზეზები და მათ ანალიზზე წარმოდგენილი რეკომენდაციები ქმედუნარანია. მოკლედ, ნურბურგრინგზე საქმიანი ვითარებაა.
პირველ პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგები ისევ „მერსედესის“ პილოტებს ჰქონდათ. ცოტათი სწრაფი ლუის ჰამილტონი იყო, ვისაც ნურბურგრინგზე რბოლა ორი წლის წინ აქვს მოგებული, როცა „მაკლარენის“ მანქანით ასპარეზობდა. მეორე სესიაზე კი სებასტიან ფეტელი მოექცა ცხრილის სათავეში. სხვაშა შორის, პირველ სესიაზე ფეტელი მერვე იყო, მეორე სესიაზე კი მისი ადგილი ჰამილტონმა დაიკავა, რომელმაც „თავისი“ ფეტელს დაუთმო. როსბერგი ამჯერადაც მეორე შედეგს დასჯერდა.
„პირველ სესიაზე „მერსედესი“ ძალიან სწრაფი იყო. მე კი ჩემი მანქანით არცთუ კმაყოფილი დავრჩი. მაგრამ შემდეგ ბიჭებმა კარგად იმუშავეს და ეს მანქანასაც დაეტყო“, - ამბობს მსოლიოს სამგზის ჩემპიონი, ვისაც საშინაო რბოლა ერთხელაც არ მოუგია. სხვათა შორის, სილვერსტოუნისგან განსხვავებით, სადაც პრაქტიკებს 80 000 მაყურებელი დაესწრო, ნურბურგრინგის ტრიბუნა ნახევრად ცარიელი იყო.
თუ როსბერგმა ორივე პრაქტიკაზე მეორე დრო აჩვენა, მარკ ვებერს ორივე შემთხვევაში მესამე დრო ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ვებერმა ფ1-ში თავისი პირველი გამარჯვება სწორედ ნურბურგრინგზე მოიპოვა (2009 წელს). ვებერი ამ სეზონის შემდეგ ფ1-ს ტოვებს და ლე მანის სერიაში გადადის, სადაც „პორშეს“ პროტოტიპით იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ „პირელიმ“ გერმანიაში ის საბურავები ჩაიტანა, რომლებიც გუნდებმა პირველად კანადური ეტაპის პრაქტიკებზე გამოსცადეს. მაგრამ უამინდობის გამო, ნორმალურად გამოცდა ვერ მოხერხდა. ამიტომ, გერმანიაში ფაქტობრივად პირველად იყენებენ.
პირველი სესიის პირველივე წრეზე გაჩერდა ფერნანდო ალონსო, რომელმაც სწრაფი წრის გავლა ვერც მოახერხა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მის „ფერარიზე“ ელექტრონიკა გამოვიდა მწყობრიდან. მეორე პრაქტიკაზე, ალონსომ ასპარეზობა შეძლო და მეექვსე დროს დასჯერდა.

გერმანიის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)                     1:31.754
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                               1:31.973
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                                 1:32.789
4. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)                          1:32.822
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                                    1:32.956
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                                        1:33.065
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                           1:33.139
8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)                        1:33.213
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                             1:33.260
10. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                                 1:33.456
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)                      1:33.493
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                          1:33.810
13. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)               1:33.901
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)                        1:33.976
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)                1:34.025
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                            1:34.200
17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:34.437
18. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                                 1:35.674
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                               1:35.987
20. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)              1:36.078
21. როდოლფო გონსალესი (ვენესუელა, მარუსია)                1:37.459
22. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                           დროის გარეშე

მეორე პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)                        1:30.416
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                               1:30.651
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                                 1:30.683
4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                             1:30.843
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                                    1:30.848
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                             1:31.056
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                                       1:31.059
8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)                    1:31.304
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                          1:31.568
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)                      1:31.797
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)                       1:31.824
12. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)               1:31.855
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)                       1:32.055
14. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                                 1:32.086
15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                          1:32.495
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:32.762
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                            1:32.879
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)               1:32.880
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                                1:33.695
20. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)             1:33.804
21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                                1:34.017
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                               1:34.667

No comments:

Post a Comment