დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 5, 2013

„ფოლკსვაგენი“ კონცეპტუალურ „Up ბაგის“ გამოუშვებს

VW Up Buggy edges closer to production
5 ივლისი
ამერიკის დიზაინის საპატენტო დეპარტამენტმა ოფიციალურად დაარეგისტრირა „ფოლკსვაგენის“ კონცეპტუალური მოდელი „ბაგი Up“, რომელიც როგორც ჩანს, მალე დადგება კონვეიერზე. ეს ავტომობილი გერმანულმა კომპანიამ პირველად ფრანკფურტის 2011 წლის მოტორ შოუზე წარადგინა. მასზე ამერიკის საპატენტოში აპლიკაცია კი ხუთი თვის შემდეგ წარადგინა.
კონცეპტუალური ავტომობილის დიზაინი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის დიზაინის შეფის, კლაუს ბიშოფის ხელმძღვანელობით შეიქმნა. მას ასისტენტობას „ფოლკსვაგენის“ ბერლინში ბაზირებული, მოწინავე დიზაინის სტუდიის წამყვანი სპეციალისტები, პეტერ ვოუდა და თორბენ კოხსი უწევდნენ ასისტენტობას. ამერიკაში გაცემული პატენტი 14 წელს მოქმედებს და ის ივნისიდან იწყება.

„ბაგი Up“ საპლიაჟო, ბაგის ტიპის ავტომობილია, რომელიც პირველად 1960-იან წლებში გამოჩნდა ამერიკის დასავლეთ სანაპიროს რეგიონში და ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. პირველად ასეთი ავტომობილის იდეა კალიფორნიელ ინჟინერს, მსახიობსა და სერფერ ბრიუს მეიერსს მოუვიდა, ვინც უდაბნოში სასეირნო ბაგი შეიმუშავა. თავისი ავტომობილი მან „ფოლკსვაგენის“ ლეგენდარულ „ხოჭოს“ შასიზე ააგო, ძარა კი შუშაბოჭკოვანი კომპოზიტისგან დაამზადა.
თავად „ფოლკსვაგენმა“, „ხოჭოს“ გარდა, მყიდველს მინივენი „კამპერი“ და „ხოჭოს“ ბაზაზე შექმნილი სპორტული „კარმან გია“ შესთავაზა. ყველა ავტომობილმა სწარაფად მოიპოვა პოპულარობა, რაც გერმანული კომპანიის ამერიკული გაყიდვების სტიმულადაც იქცა. მაგრამ შემდეგ ვოლფსბურგელებმა ყურადღება მოადუნეს და ეს მათს ამერიკულ გაყიდვებზეც უარყოფითად აისახა. ახლა კი, როგორც ჩანს, მათ ათწლეულების წინ გატკეპნილი გზის თავიდან გავლა აქვთ გადაწყვეტილი.
აღსანიშნავია, რომ „ფოლკსვაგენმა“ ფრანკფურტშივე გამოთქვა „ბაგი Up-ის“ წარმოების სურვილი, თუმცა ამდენ ხანს საქმე იმის გამო გაჭიანურდა, რომ მარკეტოლოგები ავტომობილის პერსპექტივებს სწავლობდნენ. ამასთან, მათ უნდა განესაზღვრათ, თუ რა რაოდენობით „ბაგი Up-ს“ აითვისებდა ბაზარი. შეგახსენებთ, რომ ეს ავტომობილი ჯუჯა Up-ის პლატფორმაზეა ბაზირებული და ძარა პლასტიკის აქვს. სავარაუდოდ, გერმანული გიგანტი მას შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment