დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 7, 2013

ერთჯერადი „მუსტანგ GT“ აშშ-ის სსძ-ს „თანდერბირდების“ საპატივცემულოდ

Ford Builds One-Off 2014 Ford Mustang GT as a Tribute to the U.S. Air Force Thunderbirds
7 ივლისი
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ელიტარულ ესკადრილია „თანდერბირდსის“ 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ფორდმა“ „მუსტანგ GT-ს“ ერთჯერადი, სპეციალური ვერსია შექმნა. ეს არის მსოფლიოში უსწრაფესი სადემონსტრაციო ესკადრილიის საპატივცემულოდ შესრულებული ავტომობილი, რომელიც „ქარიშხლების“ (თანდრბირდსის) ფერებშივე გამოაწყვეს.
ეს ერთჯერად ავტომობილი 1 აგვისტოს, საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდება, რომელიც შტატ ვისკონსინის ქალაქ ოშკოშში ჩატარდება. გაყიდვით მიღებული თანხა ექსპერიმენტული საავიაციო ასოციაციის (EAA) „ახალგაზრდა არწივების“ პროგრამას მოხმარდება.
„მუსტანგ GT-ს“ სპეციალური ვერსია იმავე ფერებშია შეღებილი, რომლებშიც „ქარიშხლების“ საბრძოლო თვითმფრინავ F-16-ის ერთეულები. გამოყენებულია სამი ფერი - თეთრი, ლურჯი და წითელი. ამასთან, თეთრი საბაზისო ფერია, წითლად და ლურჯად კი სხვადასხვა ფორმებია შესრულებული. ავტომობილი დგას „ფორჯატოს“ წარმოების 22-დუიმიან ბორბლებზე.
შეცვლილი არის ინტერიერიც. მოდიფიკაცია შეეხო სანავიგაციო მონიტორს, მაჩვენებლების დაფას. უკანა სავარძლები ამოღებულია, წინ კი „რეკაროს“ სპორტული სავარძლები დგას, რომლებზეც „თანდერბირდსის“ ელემენტებია ამოქარგული. სალონში განლაგებულია ნათურების სისტემა, რომლის დახმარებითაც, კარის გაღებისას, საბრძოლო თვითმფრინავის სილუეტი პროეცირდება.
„ფორდი“ აცხადებს, რომ ავტომობილში გამოყენებულა „ფორდ რეისინგის“ სპეციალური კომპონენტები, მაგალითად მექანიკური დამჭირხნი, „ბრემბოს“ მუხრუჭები და საკიდარის ელემენტები, რომელთა დახმარებითაც, ავტომობილის მახასიათებლებმა „ექსტრაორდინარულ დონეს“ მიაღწია. ოღონდ, „ექსტრაორდინარული დონე“ დაკონკრეტებული არ არის.

No comments:

Post a Comment