დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, July 8, 2013

„ოპელმა“ კონცეპტუალური „მონცას“ სახე პრემიერამდე გვიჩვენა

Opel Reveals Face of Monza Coupe Concept Ahead of Frankfurt Debut
8 ივლისი
„ოპელი“ თანდათან იცვლის იმიჯს, რომელიც მას მასობრივმა „ვექტრამ“ მოუტანა და პრემიუმის სიახლოვეს დამკვიდრებას ცდილობს. ამის პირველი ნიშანი, რამდენიმე წლის წინ, სრულიად ახალი „ინსიგნია“ (რომელმაც სწორედ ვექტრა ჩაანაცვლა) იყო, რომელსაც ახლახანს პატარა „ადამი“ მოჰყვა. მალე კი მათ კუპეს კლასის ავტომობილი შეუერთდება, რომლის კონცეპტუალურ ვერსიასაც, სახელად „მონცა“, გერმანული კომპანია პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენებს.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სახელ „მონცას“ რიუსელსჰაიმელები ადრეც იყენებდნენ, მაგრამ დიდი ხანია, რაც ის მათი საწარმოო პროგრამიდან გაქრა. მაგრამ პრემიუმ იმიჯს სპორტული მოდელები სჭირდება და „მონცას“ დაბრუნების საჭიროებაც დადგა. სავარაუდდ, ამ ეტაპზე, ახალმა ავტომობილმა, „ოპელისთვის“ ეგრეთ წოდებული ჰალო ქარის დანიშნულება უნდა შეასრულოს.
გამოქვეყნებული ფოტოდან ჩანს, რომ კონცეპტუალური „მონცათი“ „ოპელი“ თავისი დიზაინის სტილს ავითარებს. კონცეპტის წინა ნაწილში პრაქტიკულად ყველაფერი განახლებულია. მაგალითად, ახლებურადაა გაფორმებული რადიატორი, რომელსაც მთელს სიგანეზე ერთადერთი „ნეკნი“ გასდევს. ამ უკანასკნელზეა მოთავსებული ემბლემა. რადიატორის ძირზე მოთავსებულა სპლიტერი, გვერდებში კი წვრილი, წაგრძელებული ფარები და მათ ქვემოთ ზორბა ჰაერის ამღები „ლაყუჩები“. კაპოტი პროფილირებულია.
„ჩვენი მოდლების სპორტული მიმზიდველობა ყოველთვის გაჯერებულია ფუნქციონალურობით. ამ მხრივ, კონცეპტუალური „მონცა“, იმ ძველი „მონცას“ ნამდვილი შთამომავალია, რომელსაც 1978-1986 წლებში ვაწარმოებდით. მასში ელეგანტური და დინამიური დიზაინი, მძღოლისა და მგზავრებისთვის ჭკვიანურ და ფუნქციურ გადაწყვეტებთანაა შეხამებული. ამ ორ ავტომობილის გარეგნობას ერთნაირი დამახასიათებელი შტრიხებიც აქვთ. მაგალითად, შუშის მოზრდილი ზედაპირები და დაბლა განლაგებული სარტყლის ზოლი“, - ნათქვამია „ოპელის“ მიერ გამოქვეყნებულ რელიზში.

No comments:

Post a Comment