დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 7, 2013

ლაიპციგის ქარხანამ მე-500 ათასე „კაიენი“ გამოუშვა

Porsche Builds 500 000th Cayenne at the Leipzig Plant
7 ივლისი
ახლახანს „პორშეს“ მნიშვნელოვანი მოვლენა ჰქონდა - მისმა ლაიპციგის (გერმანია) ქარხანამ მე-500 ათასე „კაიენი“ გამოუშვა. ნახევარმილიონიანი ზღვარის გადალახვას გერმანულმა კომპანიამ 11 წელი მოანდომა. ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის ეს ძალიან ბევრია, თუმცა ისეთი კომპანიისთვის, როგორიც „პორშეა“, ეს ისტორიული მოვლენაა. თანც, ის ეხება მოდელს, რომელმაც ძირეულად (უკეთესობისკენ) შეცვალა ცუფენჰაუზენელთა ფინანსური მდგომარეობა.
„ქარხანამ რომ მუშაობა დაიწყო, დღეში მხოლოდ 70 ცალ „კაიენს“ ვუშვებდით. ამჟამად კი, ბაზარზე არსებული დიდი მოთხოვნის გამო, ხუთჯერ მეტს ვაწარმოებთ. მატო შარშან, 83 000-ზე მეტი „კაიენი“ მივაწოდეთ 125-ზე მეტ ქვეყანას. ეს დიდი წარმატებაა ჩვენი საქსონიური ქარხნისთვის“, - ამბობს „პორშეს“ აღმასრულებელთა საბჭოს წევრი ოლივერ ბლუმი, ვინც წარმოებას და ლოჯისტიკას კურირებს.
მე-500 ათასე „კაიენი“ იქვე, ლაიპციგის ქარხანაშივე გადაეცა მის მფლობელს. აღსანიშნავია, რომ მყიდველის ქარხანაში ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავია „პორშესთვის“. კომპანია თავის მყიდველს საშუალებას აძლევს, ეწვიოს საწარმოს, თავად აარჩიოს თავისი ავტომობილი და შემდეგ სპეციალურ, FIA-ს მიერ სერტიფიცირებულ ტრეკზე, ზღვარზე გამოსცადოს შენაძენი. სულ ასეთი საქმიანი ვიზიტი დაახლოებით 2 500-მა მყიდველმა შეასრულა.

ასევე მოიქცა მე-500 ათასე „კაიენის“ ავსტრიელი მყიდველიც, რომელმაც თეთრი ფერის „კაიენ S დიზელი“ შეარჩია. ეს ავტომობილი აღჭურვილია 4.2-ლიტრიანი V8 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 382 ცხენის ძალას აღწევს. ეს არის ყველაზე მძლავრი დიზელის ძრავი, რომელიც „კაიენზე“ დგება. მისი მეშვეობით, უგზოობის ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.7 წამში შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარე კი 252 კმ/სთ-ს აღწევს. საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე კი (ევროპული კომბინირებული ციკლით) 8.3 ლიტრია.

No comments:

Post a Comment