დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, February 6, 2013

პერესი პირველი ტესტებით კმაყოფილია

 Perez settles into a different seat at McLaren
6 თებერვალი
მართალია, პირველ ტესტებზე სერხიო პერესმა ახალ „მაკლარენში“ თავი კომფორტულად ვერ იგრძნო, მაგრამ საბოლოოდ მაინც კმაყოფილი დარჩა, რადგან ვარჯიშის შემდეგ აღიარა, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, ახალ პირობებს სწრაფად ეგუება.

„ახალ გარემოსთან გაცილებით პროცესი გაცილებით რთული ყოფილა, ვიდრე მეგონა. ახლა ჩემი მთავარი ამოცანა, ახალ პოზიციასთან შეგუება, საჭის ჭერის განსხვავებული პოზიცია, პედლების განლაგება - ყველაფერი ძალიან განსხვავებულია იმისაგან, რასაც მიჩვეული ვიყავი. ასე რომ, ნულიდან ვიწყებ. თუმცა, აშკარად ვგრძნობ, რომ სწორი მიმართულებით მივდივარ. ამ ტესტების შემდეგ გაცილებით კმაყოფილი ვარ, ვიდრე ველოდი“, - ამბობს პერესი.
მექსიკელის თქმით, ჩასაჯდმი პოზიცია ჯერაც დასარეგულირებელი აქვს, თუმცა იმასაც აცნობიერებს, რომ ამისათვის საკმარისზე მეტი დრო აქვს: „სკამთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებაა საჭირო, რომ თავი უფრო კომფორტულად ვიგრძნო. თუმცა, ასეც საკმაოდ პროდუქტიული დღე გვქონდა, რადგან მანქანისგან ბევრი საინტერესო მონაცემი მივიღეთ“.
მას ადრეც არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ „მერსედესის“ ძრავით აღჭურვილი „მაკლარენი“ გაცილებით უკეთესი მანქანა იქნებოდა, ვიდრე „ფერარის“ ძრავიანი „ზაუბერი“, რომლითაც გასულ სეზონში სამჯერ ავიდა კვარცხლბეკზე, მათგან ორჯერ  მეორე საფეხური დაიკავა.
„როგორც კი გარაჟი დავტოვე და პირველი წრეები გავიარე, მაშინვე დავრწმუნდი, რომ ამ მანქანას დიდი პოტენციალი გააჩნია. ჯერ არ ვიცით, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ის რბოლებში, მაგრამ ახლავე შემიძია იმის თქმა, რომ მანქანა კარგია. დარწმუნებით ვიტყვი, რომ გზასთან ჩაჭიდება კარგია და იგივეა აეროდინამიკასთან დაკავშირებითაც. სრულყოფილი მანქანაა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მანქანა მივიღე“, - დასძენს პერესი.

No comments:

Post a Comment