დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, February 6, 2013

„ლამბორგინი“ ჟენევისთვის სუპერ ავტომობილს ამზადებს

Lamborghini Preparing a Geneva-Bound Supercar that will “Shock and Reward”
6 თებერვალი

წელს „ლამბორგინის“ დაარსებიდან 50 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით, იტალიურ კომპანიას შემუშავებული აქვს სუპერ ავტომობილი, რომლის წარმოებასაც აპირებს. კომპანიის შეფ შტეფან ვინკელმანის თქმით, „ლამბორგინი“ ამ ავტომობილს ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს, ოღონდ, მას არ დაუზუსტებია, რა ტიპის მანქანაზეა ლაპარაკი.

სამაგიეროდ, „ლამბოს“ კვლევისა და განვითარების შტოს შეფი მაურიციო რეჯანო ამბობს, რომ რადგან ეს ავტომობილი ასეთ გამორჩეულ თარიღს უკავშირდება, ის ისეთი უნდა იყოს, რომ მნახველი აღტაცებაში მოიყვანოს. მისივე თქმით, ეს არის საერთო სარგებლობის გზებისთვის ჰომოლოგირებული ავტომობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას მისი წარმოება აქვს განზრახული.
რეჯანო ამბობს, რომ „ლამბორგინის“ წესად აქვს - გამოუშვას ავტომობილი, რომელსაც მისი ინჟინრები შეიმუშავებენ. ამასთან, მისი კომპანიის სტრატეგიაში შედის ერთჯერადი პროექტები, როგორიცაა 2.1 მილიონ დოლარად ღირებული „ავენტადორ J“. ასეთ ავტომობილებს სანტ’აგატა ბოლონეზელები მხოლოდ თითო-ოროლას გამოუშვებენ. მისი თქმით, ასეთი ავტომობილის მყიდველი ფულს ისე იხდის, რომ არც კი უნახავს, რას ყიდულობს.
მონათესავე „ბენტლისგან“ განსხვავებით, „ლამბორგინის“ ჯერაც არ მიუღია გადაწყვეტილება უგზოობის ავტომობილ „ურუსთან“ დაკავშირებით, რომელიც იმავე პლატფორმაზე უნდა აიგოს (თუ მისი წარმოება გადაწყდა), რომელზეც „ბენტლი“ EXP 9 F-ს გამოუშვებს. სამწუხაროდ, ვინკელმანმა განაცხადა, რომ თუ „ურუსის“ წარმოება გადაწყდა, მისი გაყიდვა მხოლოდ 2017 წელს დაიწყება.

No comments:

Post a Comment