Formula One considers minimum time for pitstops
26 ივლისი
ფორმულა ერთში შესაძლოა პიტსტოპების დროის მინიმალური
ლიმიტი შემოიღონ. ამის მიზეზი, პიტსტოპების უსაფრთხოების გაზრდაა. ამ საკითხის
აქტუალობა ნურბურგრინგზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიზარდა. ეს ინციდენტი მარკ ვებერს
შეემთხვა, რომლის მანქანასაც დაძვრისას, ცუდად დამაგრებული ბორბალი მოძვრა,
რომელმაც პიტლეინში უკონტროლოდ იგორავა და ტელერეპორტიორი დააზიანა.