Mini Previews Future Brand Styling with New Vision
Concept
25 ივლისი
„მინიმ“ თავისი უახლესი კონცეპტუალური ავტომობილი,
სახელად „ვიჟნ“ გაგვაცნო, რომელიც კომპანიის მომავალ სტილს გვიჩვენებს. ერთი
შეხედვითაც აშკარაა, რომ ცვლილება ევოლუციურია და დიზაინერებმა ყურადღება ცალკეულ
ელემენტებზე გაამახვილეს. კონცეპტუალური ავტომობილი, რომლის მსოფლიო პრემიერაც ფრანკფურტის
მოტორ შოუზე გაიმართება, კომპანიის დიზაინის შეფმა ანდერს უორმინგმა გაგვაცნო.
გარეგნული სიახლეებიდან, თვალში საცემია რადიატორის
ცხაურზე „გადაჭიმული“ წინა ბამპერი და წინა ბორბლების თაღების წინ მოთავსებული ჰაერის
ამღებები, რომლებთანაც სპლიტერ-სპოილერია გაერთიანებული. ისევ ოვალური მოყვანილობა
აქვს ფარებს. სამაგიეროდ, ის მთლიანად შუქდიოდური ელემენტებისგან შედგება.
ბამპერის ორივე კიდეში გაბარიტული ფარებია მოთავსებული.
დახვეწილია აეროდინამიკა. მაგალითად, ჰაერისადმი ნაკლები
წინააღმდეგობა აქვს გარე სარკეებს. სახურავის უკანა კიდეში ანტი ფრთაა
დამაგრებული. შეცვლილია უკან ფარების ფორმა, გამოსაბოლქვი ტყუპი მილი კი ცენტრში,
ბამპერის ქვეშაა გადმოტანილი. ჩამოთვლილი სიახლეებიდან, უმეტესობა სერიულ
ავტომობილებზე აუცილებლად გადაინაცვლებს. ახლებური გაფორმება შეინიშნება სალონშიც.
მომავალი
„კუპერიც“ წინა წამყვანი ბორბლებით იქნება.
მომავალი „კუპერიც“ წინა წამყვანი ბორბლებით იქნება.
ის „ბეემვეს“ უახლეს პლატფორმას დაეყრდნობა, რომელზეც ბავარიული კომპანია, თავისი
მარკითაც გამოუშვებს წინაამძრავიან (მის ისტორიაში პირველად) ავტომობილების მთელს
ოჯახს. ამ პლატფორმას კომპანიაში UKL-ს უწოდებენ. ძრავების გამაში კი სამცილინდრიანი
1.5-ლიტრიანი ძრავები შევა, რომელთა სიმძლავრეც 100-200 ცხენის ძალის ფარგლებში
იქნება. ძრავებს 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფები შეუწყვილდება.
No comments:
Post a Comment