დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 24, 2013

„ბეემვე“ და „ტოიოტა“ ერთობლივი სპორტქარის ვარიანტებს განიცილავენ

Toyota and BMW Considering Five Options for Next Sportscar
24 ივლისი
ნახევარი წლის წინ, „ტოიოტა“ და „ბეემვე“ შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშავებენ ახალ სპორტულ ავტომობილს, რომელსაც სავარაუდოდ, იაპონური კომპანია „სუპრას“ სახელით გამოუშვებს. ჯერჯერობით, ამ ავტომობილის შესახებ ახალი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ მისთვის პარტნიორები ახალ ტექნოლოგიებს შეიმუშავებენ.
მაგრამ ახლახანს, მე-4 სერიის პრეზენტაციაზე, გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა გამოცემა „დრაივთან“ საუბრისას აღიარეს, რომ კომპანიები ერთობლივი სპორტული ავტომობილის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. მათ ვარიანტების რიცხვი არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ ის შეიძლება ექვსიც კი იყოს. არაა გამორიცხული, რომ ახალი „სუპრა“ ჰიბრიდული ავტომობილიც კი იყოს.
„ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუ რა მიმართულებით წავალთ. ავტომობილი შეიძლება შუაძრავიანი სუპერქარი იყოს, ან უფრო ტრადიციული, წინძრავიანი სპორტქარი. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ვარიანტების რიცხვი კი მინიმუმ ხუთია“, - განაცხადა „ბეემვეს“ პრეს მდივანმა.
საშუალო ზომის სპორტული ავტომობილის გარდა, ორი კომპანია სხვა ერთობლივ პროექტებზეც მუშაობს. მათ შორისაა ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი და საწვავის დასაზოგი ტექნოლოგიები. სამუშაოები დიზელის ახალ ძრავსაც ეხება, რომელსაც ბავარიელები ევროპული ბაზრისთვის გამოიყენებენ.

No comments:

Post a Comment