დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 24, 2013

ეკლსტოუნი 20 რბოლას გვპირდება

Ecclestone insists 2014 calendar to have 20 races
24 ივლისი
ბერნი ეკლსტოუნი გამორიცხავს მოსაზრებას, თითქოს ფორმულა ერთის მომავალი სეზონის კალენდარში 22 რბოლა შევა. ეს ვარაუდი იმ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის შესაბამისადაც, ახალი სეზონიდან, ფ1-ს ავსტრიული დიდი პრიზი უბრუნდება. ეს იმ დროს, როცა მიმდინარე სეზონში 19 რბოლაა, მომავალ სეზონში კი ავსტრიულის გარდა, კალენდარს კიდევ ორი - ნიუ ჯერსისა და რუსეთის ეტაპები ემატება.
რბოლების რიცხვის ზრდა კი არ აწყობთ გუნდებს, რომლებსაც ფინანსური ხარჯები მნიშვნელოვნად გაეზრდებათ. როგორც ბრაზილიურ გამოცემა „ო ესტადო დე სან პაულუს“ კორესპონდენტი ლივიუ ორიკიუ ამბობს, უნგრული დიდი პრიზის დღეებში, გუნდები ეკლსტოუნთან ერთად, კალენდარში რბოლების რიცხვის საკითხს განიხილავენ.
მაგრამ ბერნიმ ბუდაპეშტში ჩასვლამდე განცხადა, რომ მომავალი სეზონის კალენდარში 20 ეტაპი შევა, რომელთა შორისაც აუცილებლად იქნება ავსტრიის დიდი პრიზი. გამოდის, რომ მას კალენდრიდან რომელიმე არსებული ეტაპის (შესაძლოა, კორეის) ამოღება მოუწევს.
ამასთან, ნიკი ლაუდა ირწმუნება, რომ ნიუ ჯერსის ტრასა ვერც მომავალი სეზონისთვის აშენდება. ამის მიზეზი კი ფულადი სახსრების უქონლობაა. უფრო მეტიც, ფ1-ის სამგზის ჩემპიონი და „მერსედესის“ გუნდის შეფი დარწმუნებულია, რომ მეორე ამერიკული ეტაპი არც ახალ კალენდარშია შეტანილი.

No comments:

Post a Comment