Ford Fiesta 1.0-liter EcoBoost Named Women’s
World Car of the Year
24 ივლისი
მართალია, „ფორდ ფიესტა“ ვერ გავიდა კონკურს მსოფლიოს
წლის საუკეთესო ავტომობილის ფინალში, მაგრამ სამაგიეროდ, ახლახანს სხვა, საკმაოდ
პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული გახდა - სუსტი სქესის საავტომობილო
ჟურნალისტებმა ის ქალებისთვის წლის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა.
კონკურსის ჟიურიში 18 ქალი ჟურნალისტი შედიოდა,
რომლებიც საავტომობილო სფეროზე მუშაობენ. მათ არჩევანი რამდენიმე ფაქტორის
შესაბამისად გააკეთეს. მათ შორის, გარეგნობის, უსაფრთხოების, ღირებულების, საბარგულის
მოცულობის, მართვის სიმარტივის, გარემოზე ზემოქმედების, ფერის და ასე განსაჯეთ, სექსუალურობის
შესაბამისად.
კონკურსის ფინალურ ეტაპზე, „ფორდ ფიესტამ“ უკან
ჩამპიტოვა „აუდი ოლროუდი“, „პორშე ბოქსტერ S“
და „რეინჯ როვერი“. გარდა ამისა, 1.0-ლიტრიანი ეკობუსტით აღჭურვილმა „ფორდ ფიესტამ“,
ქალთა კონკურსში, მსოფლიოს წლის ეკონომიური ავტომობილის წოდებაც მოიპოვა.
„ახალმა „ფიესტამ“ თამასა არამხოლოდ კარგი გარეგნობით,
არამედ საწვავის ეკონომიური მოხმარებითა და მართვის სიმარტივით ასწია. მისი
შექმნისას, ჩვენ ვცდილობდით, მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა ყველა ტიპის
მოთხოვნები, რომლებსაც მანქანებს მომხმარებლები უყენებენ. გარანტიას ვიძლევით, რომ
ამ, შესანიშნავი ისტორიის მქონე ავტომობილს, ბრწყინვალე მომავალი აქვს“, - ამბობს „ფორდ
ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი ბაბრ სამარჯიჩი, ვინც პროდუქციის განვითარებას
კურირებს.
No comments:
Post a Comment