დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 23, 2013

„ფოლკსვაგენმა“ უგზოობის პატარა „ტაიგუნის“ წარმოება გადაწყვიტა

VW Taigun Small SUV May Launch in 2016, New Photos Released
23 ივლისი
„ფოლკსვაგენის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გერმანული კომპანია პატარა ქროსოვერ „ტაიგუნს“ გამოუშვებს. გეგმის მიხედვით, ავტომობილი ბაზარზე 2016 წელს გამოვა. ვოლფსბურგელებმა ეს ინფორმაცია პირველად გამოცემა „ავტოუიკს“ გაუმხილეს. მათვე განაცხადეს, რომ ამ ავტომობილის ძრავების გამაში სამცილინდრიანი აგრეგატიც შევა. მისი მცირე გაბარიტების გამო, ამერიკის ბაზარზე „ტაიგუნის“ გაყიდვა გათვალისწინებული არაა.
„ფოლკსვაგენმა“ პირველად „ტაიგუნი“ სან პაულუს (ბრაზილია) მოტორ შოუზე წარადგინა. ეს ის ბაზარია, სადაც სუბკომპაქტური ქროსოვერები კარგად იყიდება. „ტაიგუნის“ მსგავსად, მსოფლიო დებიუტი სამხრეთ ამერიკაში ჰქონდა მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „ფორდ ეკოსპორტსაც“. სხვათა შორის, ცისფერი ოვალი მყიდველს ოპციის სახით, სრულამძრავიან „ეკოსპორტსაც“ შესთავაზებს, „ფოლკსვაგენს“ კი პაკეტში მხოლოდ წინა ამძრავიანი ტრანსმისია აქვს, რადგან „ტაიგუნი“ პლატფორმას საქალაქო Up-ისგან გაიზიარებს, რომლის პაკეტშიც სრულამძრავიანი სისტემა არ შედის.
მართალია, Up-ის პლატფორმაზეა ბაზრებული, მაგრამ „ტაიგუნი“ მაინც მასზე დიდია. კერძოდ, მი ბორბლებს შორის ბაზა, 51 მილიმეტრით გრძელია ჰეჩბეკისაზე და 2470 მილიმეტრს შეადგენს. სამაგიეროდ, მათი ბორბლების კვალი იდენტურია - წინა ბორბლებს შორის ის 1427 მილიმეტრია, უკანებს შორის კი - 1422 მილიმეტრი.
„ტაიგუნს“ ორ ქარხანაში გამოუშვებენ - სან პაულუსა და პუნეში (ინდოეთი). ბრაზილიაში წარმოებული ავტომობილები მარცხენასაჭიან ბაზრებზე გაიყიდება, ინდოეთში წარმოებულები კი - მარჯვენასაჭიან ბაზრებზე. ასევე განიხილება კალუგაში (რუსეთი) მესამე ქარხნის აშენება, რომელიც ასევე „ტაიგუნს“ გამოუშვებს. იქ აწყობილი ავტომობილები კი რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში გაიყიდება.
ვოლფსბურგელები „ტაიგუნისთვის“ ბენზინზე და დიზელზე მომუშავე სამცილინდრიანი ძრავების გამას შექმნიან. სტანდარტულ ეკიპირებაში, ამ ძრავებს მექანიკური გადაცემათა კოლოფები შეუწყვილდება. ამასთან, მყიდველს შესაძლებლობა ექნება, ორქუროიანი ტრანსმისია შეუკვეთოს. ინჟინრები ასევე გაზზე მომუშავე ვარიანტის შეაქმნაზეც მუშაობენ.

No comments:

Post a Comment