დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 23, 2013

ფრანკფურტში „რენო“ ახალ კონცეპტუალურ მანქანს გვიჩვენებს

Renault to Unveil New Concept Car at Frankfurt
23 ივლისი
ფრანგულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ფრანკფურტის მოტორ შოუზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება, სრულიად ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს გამოიტანს. ჯერჯერობით, ამ ავტომობილზე პრაქტიკულად არაფერია ცნბილი, რადგან „რენო“ მას საიდუმლოდ ინახავს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მისი სახით, გვიჩვენებენ კომპანიის სტილის განვითარებას და „პრემიუმ ავტომობილის ხედვას“.
ინკოგნიტო კონცეპტუალური ავტომობილის გარდა, ფრანკფურტში „რენოს“ სტენდზე ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ელექტრომობილების სრული გამის, მათ შორის, უახლესი „ზოის“ ხილვა. იქვე კომპანია წარადგენს თავის უახლეს ძრავს წარადგენს, რომელსაც ფ1-ის გუნდები მომავალი სეზონიდან გამოიყენებენ.
აღსანიშნვია, რომ ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს „რენო“ პირველად სპეციალურ პრესკონფერენციაზე, 10 სექტემბერს წარადგენს, როდესაც ფრანკფურტის შოუ გაიხსნება.

No comments:

Post a Comment