დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 23, 2013

„ჰიუნდაი ველოსტერი“, რომელიც ზომბებისგან დაგიცავთ

Hyundai shows Walking Dead Veloster Zombie Survival Machine at Comic-Con
23 ივლისი
უკვე მეორე წელია, „ჰიუნდაი“ სან დიეგოში, კომიქსების ტრადიციულ გამოფენა კომიკ-კონში მონაწილეობს. ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც კორეულმა კომპანიამ იქ თავისი ავტომობილის ისეთი ვერსია წარადგინა, რომელიც ზომბებთან და ჯოჯოხეთის მსგავს მაშხალებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. შარშან კორეელებმა გადაკეთებული „ელანტრა კუპე“ შემოგვთავაზეს, წელს კი ბაზისად „ველოსტერ ტურბო“ გამოიყენეს.


ავტომობილის სრული სახელწოდებაა „ველოსტერ ზომბი სარვაივალ მეშინ“ (ზომბისგან გადასარჩენი მანქანა). საბრძოლო „ელანტრასგან“ განსხვავებით, ის უფრო სრულყოფილი „მკვლელია“. აღჭურვილია როგორც ცეცხლსასროლი (მათ შორის, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევითაც), ასევე სხვადასხვა სახის ცივი იარაღით, როგორიცაა მოტორიანი ხერხი და სხვადასხვა ტიპის საცელები. რა თქმა უნდა, მანქანა შეჯავშნულია, რათა მის ცეცხლსა და რკინას გადარჩენილი ზომბებისგან დაგიცვათ.


და თუ ტყვიაც გამოგელევათ და საწვავიც, რის გამოც, ბორბლებზე მოთავსებულ ცელებს ვეღარ გამოიყენებთ და მანქანაში დარჩენასაც ვერ ახერხებთ, ხელჩართულ ბრძოლაში ბეისბოლის ჯოხი-კვერთხი გამოგადგებათ, რომელიც ლურსმნებითაა აღჭურვილი. კაპოტზე მოთავსებული ქვიშიანი ტომრები რაღა საჭიროა, ძნელი სათქმელია. აღჭურვილობაში ასევე შედის ცეცხლმტყორცნები და სამურაის ხმალიც კი.

ამ პროექტში, „ჰიუნდაის“ პარტნიორობა სარბოლო საჯინიბო „გელპინ ავტო სპორტმა“ გაუწია. თუმცა, კორეულმა კომპანიამ ასევე აამუშავა ონლაინ კონფიგურატორი, რომლის დახმარებითაც, ნებისმიერ მსურველს შეუძლია „მოსიარულე მკვდრებთან“ საბრძოლველი მანქანის შექმნა. ამ შემთხვევაში, „ჰიუნდაი“ საბაზო ავტომობილების უფრო დიდ არჩევანსაც გთავაზობთ, რომელშიც „ველოსტერ ტურბოს“ გარდა, ქროსოვერი „სანტა ფე“ და სედანი „ელანტრაც“ შედის.

No comments:

Post a Comment