დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 25, 2015

ფ1-ში მონცას შესანარჩუნებლად კანონის შეცვლაა საჭირო

Law Change Could Save The Famous Italian F1 Grand Prix At Monza
25 დეკემბერი
დიდი შანსია იმისა, რომ მონცას ავტოდრომი კვლავაც შეძლებს ფორმულა 1-ის მასპინძლობის შენარჩუნებას. ავტოდრომს ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებთან მიმდინარე კონტრაქტი, მომავალი სეზონის ბოლომდე აქვთ. და თუ მისი განახლება არ მოხერხდა, მაშინ ფ1 ლეგენდარულ ტრეკს დაკარგავს. ბერნი ეკლსტოუნი უკვე დიდი ხანია, კონტრაქტის განახლებას ცდილობს, მაგრამ მონცა ფინანსურ გარანტიებს ვერ იძლევა.

ტრასას ადრეც უჭირდა რბოლის ჩასატარებლად აუცილებელი თანხის გადახდა, რაც ნაწილობრივ, იმის ბრალი იყო, რომ იტალიის საავტომობილო კლუბი (ACI) ვერ ახერხებდა დახმარებას. ამის მიზეზი კი მთავრობის მხრიდან არსებული შეზღუდვებია. თუმცა, როგორც ჩანს, გაურკვევლობა დასასრულს მიუახლოვდა. ყველ შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლება, ACI-ს მონცას მფლობელების დახმარების უფლებას აძლევს. და შესაბამისად, ერთობლივი ძალებით შესაძლებელი გახდება ფ1-ის რბოლის ჩასატარებლად აუცილებელი გადასახადის გადახდა.

ჯერჯერობით, ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამისი კანონი არ შეუცვლია. როგორც კი ეს ბარიერი დაიძლევა, მონცა ფ1-ის ეტაპის მასპინძლობას გარანტირებულად შეინარჩუნებს და ეკლსტოუნთან კონტრაქტი შვიდი წლით გაგრძელდება.

No comments:

Post a Comment