დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 8, 2012

„პორშემ“ სახელი 919 დაარეგისტრირა

Porsche Registers 919 Name

8 დეკემბერი
„პორშეს“ აქტივობა მხოლოდ აღტაცებას იმსახურებს. კომპანიის შესახებ, რომელსაც ავტომწარმოებელთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე პატარა სამოდელო გამა აქვს, უამრავი ინფორმაცია იწერება. შტუტგარტელები ახლა სწორედ საკუთარი საწარმოო პროგრამის გაფართოებაზე ზრუნავენ და სიახლეების სიმრავლეც ამის შედეგია.

Friday, December 7, 2012

„სუზუკი“ განახლებული „გრანდ ვიტარას“ გაყიდვებს იწყებს


Suzuki Unwraps Refreshed Grand Vitara
7 დეკემბერი
უკვე შვიდი წელია, „სუზუკი“ მესამე თაობის „გრანდ ვიტარას“ უშვებს და ამის მიუხედავად, მას კარგადაც ჰყიდის. მაგრამ ამ ავტომობილის შეცვლის დრო მაინც ახლოვდება. მანამდე კი იაპონური კომპანია ევროპელ მყიდველს თავის ბესტსელერს სახეშეცვლილი სახით შესთავაზებს. განახლებული „გრანდ ვიტარას“ პირველი ჩვენება მოსკოვის საერთაშორისო ავტო სალონზე ჩაატარა, მანამდე კი იგივე ავტომობილი შინაურ ბაზარზე წარადგინა, სადაც მას „ესკუდოს“ სახელით იცნობენ.

ლოები „მაკლარენ MP4-12C GT3-ით“ იასპარეზებს

Sebastien Loeb to race a McLaren MP4-12C GT3 in 2013
7 დეკემბერი
სებასტიან ლოები მომავალ სეზონში არამხოლოდ რალის მსოფლიო ჩემპიონატის მხოლოდ ცალკეულ რბოლებში მონაწილეობას გეგმავს, არამედ დიდი ტურიზმის კლასშიც მოსინჯავს ძალას. GT სპრტინტის სერიაში, ის „მაკლარენ MP4-12C GT3-ით“ იასპარეზებს.

„ფორდ ფიესტა“ ტესტების ხანგრძლივობითაც გვაოცებს (ვიდეო)


2013 Ford Fiesta Durability Testing Is Impressive!
7 დეკემბერი
სუბკომპაქტური ავტომობილების მყიდველს უზარმაზარი არჩევანი აქვს. ეს საავტომობილო ბაზრის ყველაზე კონკურენტული სეგმენტია, სადაც მაღალი ხარისხის ავტომობილებს ლამის ყველა დიდი კომპანია შემოგთავაზებთ. „რენო კლიო“, „ოპელ კორსა“, „პეჟო 208“... დაიბნევა ადამიანი. შეიძლება არჩევანი გერმანულ ავტომობილზე შეაჩეროთ - მაინც ნაქები გერმანული ხარისხის იმედი გექნებათ...

შოთა აფხაზავა ლას ვეგასის რბოლაში იასპარეზებს

7 დეკემბერი

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის მფლობელი, შოთა აფხაზავა 7–8 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს ლეჯენდსის კლასის ავტომობილების ტრადიციულ მსოფლიო ფინალში, რომელსაც ლას ვეგასის ავტოდრომი უმასპინძლებს.

„ჰიუნდაიმ“ ევროპაში უკვე ნახევარი მილიონი i30 გაჰყიდა


Hyundai Has Sold Half a Million i30s in Europe
7 დეკემბერი
„ჰიუნდაი“ ევროპულ ბაზარზე თანდათან სულ უფრო იმყარებს პოზიციებს. ავტომობილი, რომელიც „ფოლკსვაგენის“ შეფებს ყველაზე მეტად აშფოთებს, უკვე 500 000 ცალია გაყიდული. რა თქმა უნდა, ლაპარაკია C-სეგმენტის (კომპაქტური ავტომობილები) i30-ზე, რომელიც ამერიკაში „ელანტრა GT-ს“ სახელით იყიდება.

Thursday, December 6, 2012

ჰამილტონი „მაკლარენში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს

Lewis Hamilton not ruling out McLaren return after Mercedes spell
6 დეკემბერი
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ სიამოვნებით დაუბრუნდება „მაკლარენს“, რომელიც საკუთარ ოჯახად მიაჩნია. ბრიტანელი პილოტი ბრიტანულ გუნდს, სადაც ექვსი სეზონი აქვს გატარებული, ამ წლის ბოლოს ტოვებს და „მერსედესში“ გადადის. ამგვარად, დასრულდა ურთიერთობა „მაკლარენსა“ და ჰამილტონს შორის, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ლუისი 10 წლის ბიჭი იყო.

Wednesday, December 5, 2012

ქართველი დიზაინერის „ლამბორგინი“ უცხოურ პრესაში

What do you Say About this Lamborghini Supercar Design Concept?
6 დეკემბერი

ჩვენი ინტერნეტ ჟურნალის მკითხველი ალექს იმნაძეს უკვე იცნობს - ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა რამდენიმე საინტერესო კონცეპტუალური პროექტი შექმნა, რომელთაგან ერთ-ერთი პირველი, სახელად „ჰირუნდო“, თბილისის ავტო შოუზე 2011 წელს გამოფინა. ოღონდ, დაუსწრებლად - თვითონ იმ დროს უკვე იტალიაში სასწავლებლად იყო წასული.

„ბეემვეს“ კონცეპტუალური მე-4 სერიის კუპე დეტროიტში პრემიერის წინ

BMW's Sexy 4-Series Coupe Concept Officially Unveiled Before Detroit Auto Show
5 დეკემბერი
დეტროიტის მოტორ შოუზე, „ბეემვე“ საზოგადოებას პირველად წარუდგენს მე-3 სერიის სედანის პლატფორმაზე ბაზირებულ კუპეს, რომელსაც მე-4 სერიის კუპეს სახელით გაგვაცნობს. ესაა კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც მალე ბავარიული კომპანიის სამოდელო გამას შეუერთდება. გერმანული კომპანია მისი ფოტოების და მახასიათებლების გამოქვეყნებას ჯერ არ აპირებდა, თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამ ინფორმაციამ ინტერნეტში გაჟონა და ბავარიელებიც იძულებულნი შეიქნენ, ეს ინფორმაცია ნაადრევად გამოექვეყნებინათ.

თურქული ეტაპისთვის ადგილი გათავისუფლდა

2013 German GP moved forward to slot in another European race
5 დეკემბერი
ფორმულა ერთის მომავალი სეზონის კალენდარში მცირე ცვლილება მოხდა, რომელიც უფრო დიდი და სასიხარულო (ფ1-ის ქართველი ფანებისთვის) სიახლე წინაპირობაა - გერმანიის დიდმა პრიზმა ერთი კვირით წინ წაინაცვლა, რითაც შემდგომ ეტაპამდე პერიოდი სამ კვირამდე გაიზარდა. ეს ცვლილება, FIA-ს მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ შეიმუშავა.

პრობლემების მიუხედავად, „ჰიუნდაი“ ამერიკაში გაყიდვებს ზრდის


Despite MPG Problems, Hyundai Sets US Sales Record
5 დეკემბერი
მიუხედავად იმისა, რომ „ჰიუნდაის“ ავტომობილების საწვავის ხარჯის მონაცემებთან დაკავშირებით, ეჭვები გაჩნდა, კორეული კომპანიის გაყიდვები ამერიკაში მაინც რეკორდებს ხსნის. კერძოდ, „ჰიუნდაის“ ამერიკულმა ფრთამ გამოაცხადა, რომ ნოემბრის გაყიდვები რეკორდულ ზღვარს გასცდა.

რაიკონენს სჯერა, რომ „ლოტუსი“ მერმისს უფრო ძლიერი იქნება


Kimi Raikkonen optimistic he and Lotus can be even stronger in 2013
5 დეკემბერი
კიმი რაიკონენი მომავალი სეზონისთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ „ლოტუსი“ კიდევ უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება. ფინელმა პილოტმა, ფ1-ში თავისი დაბრუნების სეზონი შესანიშნავად დაასრულა - ყველა რბოლაში შეძლო ქულის აღება და პრაქტიკულად ბოლომდ ინარჩუნებდა ტიტულის მოპობვების შანსს. აბუ დაბიში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი ეს შანსი დაკარგა. სულ, სეზონის განმავლობაში, შვიდჯერ ავიდა კვარცხლბეკზე.

Tuesday, December 4, 2012

„პორშეს“ შეფმა 928-ს შთამომავლის გამოშვება დაადასტურა


Porsche Boss Confirms 928's Spiritual Successor
4 დეკემბერი
ბოლო წლებში, „პორშემ“ მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი სამოდელო გამა, თუმცა ამას არ სჯერდება და მალე ბაზარზე ორ სრულიად ახალ მოდელს - ქროსოვერ „მაკანს“ და ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერს“ გამოუშვებს. მაგრამ ეს ყველაფერი არაა - გამოცემა „ავტონიუს იუროპთან“ საუბრისას, „პორშეს“ მთავარმა აღმასრულებელმა მათიას მიულერმა განაცხადა, რომ კიდევ რამდენიმე ახალი ავტომობილის წარმოების მიზანშეწონილება განიხილება.

დი მონტეძემოლო ეკლსტოუნს აკრიტიკებს


Luca di Montezemolo suggests Bernie Ecclestone too old to run F1
4 დეკემბერი
„ფერარის“ შეფის აზრით, ბერნი ეკლსტოუნი მეტისმეტად ხნიერია იმისათვის, რომ ფორმულა ერთის მესაჭე იყოს. მისი ეს განცხადება მოჰყვა 82 წლის ბერნის მიერ „ფერარის“ გაკრიტიკებას იმის გამო, რომ იტალიურმა გუნდმა, FIA-ს ბრაზილიის დიდი პრიზის დასაწყისში, სებასტიან ფეტელის მიერ ჟან-ერიკ ვერნის გასწრების მართებულობაში ეჭვი შეიტანა.

„მაზდა“ „უფრო პრემიუმს“ უმიზნებს


Mazda Planning Upmarket Move
4 დეკემბერი
დიდი ხანია, „მაზდა“ მასობრივი მწარმოებლების ბაზარზე დამკვიდრდა, მაგრამ ახლა მის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, რომ კომპანია „უფრო პრემიუმ“ პროდუქციის მწარმოებლად გადააქციოს. ამის შესახებ, თვით „მაზდას“ მთავარმა აღმასრულებელმა ტაკაში იამანუჩიმ განაცხადა.