დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 5, 2012

რაიკონენს სჯერა, რომ „ლოტუსი“ მერმისს უფრო ძლიერი იქნება


Kimi Raikkonen optimistic he and Lotus can be even stronger in 2013
5 დეკემბერი
კიმი რაიკონენი მომავალი სეზონისთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ „ლოტუსი“ კიდევ უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება. ფინელმა პილოტმა, ფ1-ში თავისი დაბრუნების სეზონი შესანიშნავად დაასრულა - ყველა რბოლაში შეძლო ქულის აღება და პრაქტიკულად ბოლომდ ინარჩუნებდა ტიტულის მოპობვების შანსს. აბუ დაბიში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი ეს შანსი დაკარგა. სულ, სეზონის განმავლობაში, შვიდჯერ ავიდა კვარცხლბეკზე.

„ვფიქრობ, ახლა გაცილებით უკეთეს პოზიციაში ვართ, ვიდრე სეზონის დასაწყისში ვიყავით. ბევრ ქულას მოვუყარეთ თავი, მაგრამ სეზონი უკეთ რომ დაგვეწყო, გაცილებით წინ ვიქნებოდით. ახლა კი გუნდს უკეთ ვიცნობ, ვიცი, როგორ კეთდება აქ საქმე. ასე რომ, მომავალ სეზონში გაცილებით გაგვიადვილდება მუშაობა. იმედია, წინსვლას გავაგრძელებთ“, - ამბობს რაიკონენი.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა გასულ სეზონს, ფინელი მრბოლი პასუხობს: „ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ როდესაც კარგ შედეგებს აღწევ, კიდევ უკეთესი გინდა. მოლოდინი მეტია. ჩვენ არ ვიყავით ყველაზე ძლიერები, მაგრამ შესაშური სტაბილურობა გამოვავლინეთ. ტიტულის მოცილეთა რიგებს ასე დიდხანს სწორედ ამიტომ შემოვრჩით“.
ფინელს მოსწონს გუნდში არსებული ატმოსფერო და ამბობს, რომ ამან დიდი გავლენა იქონია მის სტაბილურობაზე: „ამ ყველაფერი თავის ადგილზეა. გუნდს ბევრი თანამშრომელი ჰყავს, რომლებმაც კარგად იციან თავიანთი საქმე. და ყველა მაქსიმალურად იხარჯება, ბერს შრომობს საერთო წარმატებისთვის. მოკლედ, აქ კარგი ატმოსფეროა, რაც ძალიან მეხმარება. ადრეც ვამბობდი, რომ ეს გუნდი ძლიერ განსხვავდება იმათგან, რომლებთანაც ადრე საქმე მქონია. აქ ნაკლები პოლიტიკაა. მოკლედ, თავს კარგად ვგრძნობ“.
რაიკონენი აღიარებს, ფ1-ში დაბრუნებამდე დარწმუნებული არ იყო, რომ სწორედ იქცეოდა. ეჭვობდა, რომ ფ1-ის ინტენსიურ რიტმს ვერ გაუძლებდა, ბოლომდე ზღვარზე ყოფნა გაუჭირდებოდა. მაგრამ როგორც კი მანქანის მართვის საშუალება მიეცა, ეს ეჭვებიც გაიფანტა.

No comments:

Post a Comment