დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 5, 2012

პრობლემების მიუხედავად, „ჰიუნდაი“ ამერიკაში გაყიდვებს ზრდის


Despite MPG Problems, Hyundai Sets US Sales Record
5 დეკემბერი
მიუხედავად იმისა, რომ „ჰიუნდაის“ ავტომობილების საწვავის ხარჯის მონაცემებთან დაკავშირებით, ეჭვები გაჩნდა, კორეული კომპანიის გაყიდვები ამერიკაში მაინც რეკორდებს ხსნის. კერძოდ, „ჰიუნდაის“ ამერიკულმა ფრთამ გამოაცხადა, რომ ნოემბრის გაყიდვები რეკორდულ ზღვარს გასცდა.

„ჰიუნდაი ამერიკას“ მთავარ აღმასრულებელ ჯონ კრაფჩიკის თქმით, ნოემბერში აშშ-ში 53 487 ავტომობილია გაყიდული, რაც ამ თვის რეკორდული მაჩვენებელია. წინა წლის ნოემბერთან შედარებით, გაყიდვები 7.8 პროცენტით არის გაზრდლი. ამასთან, პირველ 11 თვეში გაყიდვები დაახლოებით 8 პროცენტით გაიზარდა.
გაყიდვების მკვეთრი ზრდა, ორ ძირითად მოდელზე - „ელანტრასა“ და „სონატაზე“ მოთხოვნილების ზრდამ განაპირობა. „ელანტრას“ ოჯახი ახალი კუპეთი და ჰეჩბეკით შეივსო, რისი წყალობითაც, ამ სახელის მქონე ავტომობილების გაყიდვები მთლიანობაში 28 პროცენტითაა გაზრდილი. „სონატას“ გაყიდვები 13 პროცენტით გაიზარდა. ამათ დაემატა ახალი „სანტა ფე“, თუმცა ძველიც კარგად იყიდებოდა. სამაგიეროდ, სპორტული მოდელების - „ველოსტერის“ და „ჯენეზის კუპეს“ გაყიდვები ოდნავ შემცირდა.
ცნობისათვის, ახლახანს ამერიკაში დაადგინეს, რომ საწვავის ხარჯის რეკლამაში მითითებული მონაცემები მცდარია. კერძოდ, რამდენიმე მოდელს ხარჯის გრაფაში 40 მილი/გალონზე (ანუ 100 კილომეტრზე 5.88 ლიტრი) უწრია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რეალური ხარჯი 38-39 მილი/გალონზეა (6.03-6.19 ლიტრი). ასეთ მოდელებს შორისაა „ელანტრაც“, თუმცა ატეხილმა სკანდალმა ამ ავტომობილის გაყიდვებს ვერაფერი დააკლო.
ყველაზე კარგად მაინც „სონატა“ იყიდება, რომელიც ინტენსიურად გადადის ოთხცილინდრიან ძრავებზე. სულ საშუალო ზომის 17 660 სედანია გაყიდული. გაყიდვებში მეორე ადგილზე „ელანტრაა“, რომელიც 15 923 ცალი გაიყიდა. „სანტა ფეს“ გაყიდვებმა 6 754-ს მიაღწია, რაც 10.2-პროცენტიანი ზრდის ტოლფასია.
„ჰიუნდაის“ აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი დეივ ცუხოვსკი, ვინც გაყიდვებს კურირებს, ამბობს: „გაყიდვების რეკორდულ ზრდას ხელი შავი პარასკევის გაყიდვებმა შეუწყო. გარდა ამისა, სუპერ შტორმის შემდგომ, აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ რეგიონებში, გაყიდვები სწრაფად გამოცოცხლდა. და ვფიქრობთ, გაყიდვების ამ ტემპს შევინარჩუნებთ“.
კორეული კომპანია მომენტუნის შენარჩუნებას, ახალგაზრდა მყიდველის მოზიდვით აპირებს. ამისათვის, არაორდინარულ შეთავაზებებს ამზადებს. ერთ-ერთი ასეთია „ველოსტერის“ კონცეპტუალური ღია ვერსია, რომელიც ახლახანს, ლოს ანჯელესის ავტო შოუზე (ფოტოზე) ვიხილეთ.

No comments:

Post a Comment