დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 5, 2012

ქართველი დიზაინერის „ლამბორგინი“ უცხოურ პრესაში

What do you Say About this Lamborghini Supercar Design Concept?
6 დეკემბერი

ჩვენი ინტერნეტ ჟურნალის მკითხველი ალექს იმნაძეს უკვე იცნობს - ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა რამდენიმე საინტერესო კონცეპტუალური პროექტი შექმნა, რომელთაგან ერთ-ერთი პირველი, სახელად „ჰირუნდო“, თბილისის ავტო შოუზე 2011 წელს გამოფინა. ოღონდ, დაუსწრებლად - თვითონ იმ დროს უკვე იტალიაში სასწავლებლად იყო წასული.



ახლახანს მან ფეისბუკში თავისი ახალი ნამუშევრის კომპიუტერული ესკიზები გამოაქვეყნა, რომელმაც იქვე უამრავი დადებითი გამოხმაურება მიიღო. კომპიუტერიდანვე „აიტაცა“ ეს ესკიზები ინტერნეტ გამოცემა „ქარსკუპმა“, რომელიც სწუხს, რომ ავტორმა პროექტს განმარტება არ მოაყოლა - ვერც მოაყოლებდა, რადგან პროექტი ჯერ დასრულებული არ არის. და ამის მიუხედავად, მან უკვე დაიმსახურა სპეციალისტების ყურადღება!


დასრულებული კი იმ მარტივი მიზეზის გამო არ არის, რომ მის ავტორს საკურსო პროექტზე მუშაობა უწევს და თავისუფალი თემისთვის დრო ნაკლებად რჩება. ავტორი ამბობს, რომ ამ პროექტზე მუშაობისას, შთაგონების წყაროდ „ლამბორგინის“ ერთდროულად სამი ავტომობილი - სამი ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებული სუპერქარი გამოიყენა - მის ავტომობილში, რომელსაც ჯერ სახელი არც აქვს, კლასიკური „მიურას“, უკომპრომისო „დიაბლოსა“ და ოთხკარიანი კონცეპტუალური „ესტოკეს“ გენებია ჩაქსოვილი.


იმნაძის „ლამბო“ ორადგილიანი სუპერ ავტომობილია, რომელსაც ძრავი (რა თქმა უნდა) ბაზაში უნდა ჰქონდეს. ამაზე მიანიშნებს თუნდაც ის ფაქტი, რომ უკანა საყრდენში ჰაერის ამღები ლაყუჩები ჩანს, სახურავის უკან კი ერთგვარი ჟალუზისებრი სეგმენტია (ლამბოს სტილში), რომლის დანიშნულებაც, კაპოტის არედან გახურებული ჰაერის გამოდევნაა.


დაბოლოს, მთავარი: ალექს იმნაძეს სტაჟირებისთვის რამდენიმე კომპანიას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. მათ შორისაა „ფოლკსვაგენი“ და „ალფა რომეო“...




ასევე წაიკითხეთ

”ჰირუნდო” - ქართული სუპერ ავტომობილი

No comments:

Post a Comment