დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 5, 2012

„ბეემვეს“ კონცეპტუალური მე-4 სერიის კუპე დეტროიტში პრემიერის წინ

BMW's Sexy 4-Series Coupe Concept Officially Unveiled Before Detroit Auto Show
5 დეკემბერი
დეტროიტის მოტორ შოუზე, „ბეემვე“ საზოგადოებას პირველად წარუდგენს მე-3 სერიის სედანის პლატფორმაზე ბაზირებულ კუპეს, რომელსაც მე-4 სერიის კუპეს სახელით გაგვაცნობს. ესაა კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც მალე ბავარიული კომპანიის სამოდელო გამას შეუერთდება. გერმანული კომპანია მისი ფოტოების და მახასიათებლების გამოქვეყნებას ჯერ არ აპირებდა, თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამ ინფორმაციამ ინტერნეტში გაჟონა და ბავარიელებიც იძულებულნი შეიქნენ, ეს ინფორმაცია ნაადრევად გამოექვეყნებინათ.

ახალი სერიის შექმნის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბავარიელებს სურდათ, კუპე კომპაქტური სედანისგან დაეშორებინათ და ახალ ქვებრენდად გადაექციათ, რომელსაც განვითარების ახალი პერსპექტივა ექნება. მის ბაზაზე, ალბათ ოთხკარიან კუპესაც (გრან კუპეს სახელით - ეს მოდაა) კი გამოუშვებენ...

მე-4 სერიის კუპეს გაბარიტებია: სიგრძე 4641 მილიმეტრი, სიგანე 1826 მილიმეტრი, სიმაღლე 1362 მილიმეტრი. ამგვარად, ის მესამე სერიის სედანზე 29 მილიმეტრით გრძელი, 44 მილიმეტრით განიერი და 16 მილიმეტრით დაბალია. კუპეს ბორბლებს შორის 2850 მილიმეტრს შეადგენს (სედანზე 50 მილიმეტრით გრძელია), წინა კვალის სიგანე 1545 მილიმეტრი (სედანზე 45 მილიმეტრით განიერი), უკანა კვალისა კი - 1593 მილიმეტრი (სედანისაზე 80 მილიმეტრით განიერი).


კუპე მკაცრად იცავს ბავარიული კომპანიის დამახასიათებელ შტრიხებს. ესაა გრძელი კაპოტი და შესაბამისად, უკან დაწეული კაბინა, გრძელი ბაზა და დაბალი წინა და უკანა „გადმონაკიდები“. წინიდან ის სედანის მსგავსია. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ კუპეზე ბამპერის ქვეშ უფრო ზორბა, სამსეგმენტიანი ჰაერის ამღებია. გვერდიდან ორმაგი „მომჭიმავი ზოლი“ (ბეემვეს ენაზე) დომინირებს, წინა ბორბლების უკან კი ეგრეთ წოდებული სასუნთქებია, რომლებიც (20-დუიმიანი) ბორბლების წინააღმდეგობის შემცირებას ემსახურება. უკანა ბამერის ქვედა ნაწილიც ჰაერის ამღებს მოგაგონებთ თავისი ბადით. წინა მსგავსი ელემენტის მსგავსად, აქაც შესამჩნევი ორმაგი (დეკორატიული) არშიაა, რომელიც ალბათ სერიულ ავტომობილს არ ექნება. დაკიდევ, უკანა ბორბლების თაღების არეში, ავტომობილი ყველაზე განიერია.


ბავარიელები ჯერჯერობით ავტომობილის ძალური აღჭურვილობის შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავენ. მოსალოდნელია, რომ ამ მხრივ, ვერც დეტროიტში გავიგებთ ბევრ სიახლეს. სამაგიეროდ, ფრანკფურტის მოტორ შოუზე (სექტემბერში ჩატარდება), სადაც სერიული ავტომობილის პრემიერაა დაგეგმილი, ყველაფერს დაწვრილებით შევიტყობთ.















No comments:

Post a Comment