დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 7, 2012

შოთა აფხაზავა ლას ვეგასის რბოლაში იასპარეზებს

7 დეკემბერი

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის მფლობელი, შოთა აფხაზავა 7–8 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს ლეჯენდსის კლასის ავტომობილების ტრადიციულ მსოფლიო ფინალში, რომელსაც ლას ვეგასის ავტოდრომი უმასპინძლებს.

ამ რბოლაში, ამერიკელების გარდა, ევროპელი, მექსიკელი, ავსტრალიელი და აფრიკელი მრბოლებიც ღებულობენ მონაწილეობას. მას ლეჯენდსის კლასის ავტომობილების ამერიკული ფედერაცია INEX და ამ ავტომობილების მწარმოებელი კომპანია „US ლეჯენდ ქარ ინტერნეიშნლი“ ატარებენ.
აფხაზავას ლეჯენდსის კლასის მსოფლიო ფინალში მონაწილეობა 2008, 2009 და 2011 წლების სეზონებშიც აქვს მიღებული. ამ რბოლებში, მან ჯერ კლასიფიკაცია ნახევრად პროფესიონალებში (SemiPro) მეორე ადგილი დაიკავა, შემდეგ კი პროფესიონალებში (Pro) მესამეზე გავიდა. აფხაზავა არ მალავს, რომ ამჯერად პროფესიონალთა ჩათვლაში გამარჯვების იმედი აქვს.
აღსანიშნავია, რომ ლეჯენდსის მსოფლიო ფინალში მონაწილეობა მიღებული აქვთ ნასქარ-ის სერიის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ნასქარ-ის 2004 წლის ჩემპიონი კურტ ბუში, მისი უმცროსი ძმა, საკუთარი გუნდის მფლობელი და ნასქარ-ის არაერთი (უმაღლესის გარდა) სერიის გამარჯვებული კაილ ბუში და სხვები.
ლეჯენდსის მსოფლიო ფინალი იმავე ფორმატით ტარდება, რომლითაც საქართველოს ჩემპიონატის ეტაპები - კვალიფიკაცია, ჰიტ-რბოლები, ფინალი. ფინალური რბოლა შაბათს, ადგილობრივი დროით 14:30-ზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ რუსტავის ავტოდრომის გარდა, შოთა აფხაზავა საკუთარი გუნდის - „არტტექის“ მფლობელია, რომელიც გერმანიის ფორმულა 3-ის ჩემპიონატში საკუთარი კონსტრუქციის ავტომობილებით ასპარეზობს. შარშან მან ევროპის ლეჯენდსის ფინალი მოიგო.
შეგახსენებთ, რომ წელს ქართველმა პილოტმა დათა ქაჯაიამ, ლეგენდის კლასში ევროპის ეროვნებათა თასი მოიგო.

No comments:

Post a Comment