დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 22, 2015

„მაკლარენმა“ „675LT სპაიდერი“ ორ კვირაში სრულად გაჰყიდა

McLaren 675LT Spider Sells Out In Just Two Weeks
22 დეკემბერი
„მაკლარენს“ სულ ორი კვირა ეყო იმისათვის, რომ თავის ღია სუპერ ავტომობილ „675LT სპაიდერის“ სრული ტირაჟი - 500-ვე ეგზემპლარი გაეყიდა. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ „675LT კუპეს“ პრემიერისას, უოკინგელებმა მკაცრად უარყვეს მისი ღია ვერსიის გამოშვების შესაძლებლობა. მაგრამ მომხმარებელთა დაინტერესების გამო, გადაწყვეტილება მალევე შეცვალეს.

ედრიან ნიუი „ჰონდას“ დაწინაურებას მოელის

Newey sees Honda as a threat for 2016
22 დეკემბერი
„რედ ბულის“ ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი ვარაუდობს, რომ მომავალ სეზონში „ჰონდა“ და მასთან ერთად „მაკლარენიც“, გაცილებით უკეთეს ფორმაში იქნებიან და შესაძლოა, „რედ ბულიც“ უკან მოიტოვონ. ნიუი ამბობს, რომ მის გუნდს კვლავ რთული სეზონი ელის, რადგან ისევ „რენოს“ აგრეგატზეა დამოკიდებული, რომელიც მეტოქეებისას სიმძლავრით ჩამორჩება.

„ნისანმა“ LMP1 პროექტი შეაჩერა

Nissan withdraws LMP1 entry from 2016 WEC
22 დეკემბერი 
„ნისანმა“ გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატიდან საკუთარი განაცხადი გამოიტანა. იაპონური კომპანია აღნიშნული სერიის უმაღლეს, LMP1 კატეგორიას, სადაც 1999 წლის შემდეგ არ უასპარეზია, გასულ სეზონში დაუბრუნდა. მან ლე მანის 24-საათიან რბოლაში, ინოვაციურ სარბოლო პროტოტიპ „GT-R LM ნისმოთი“ იასპარეზა, რომელსაც ძრავი წინ აქვს განლაგებული.

Monday, December 21, 2015

„ჯანარელი დიზაინ-1“ – „კობრას“ იდეური შთამომავალი ემირატებიდან

21 დეკემბერი
„ჯანარელი“ - ჟღერს იტალიურად, მაგრამ არის არაბული დამწყები კომპანია ემირატებიდან, რომელიც მალე სუპერ ავტომობილ „დიზაინ-1’ის“ წარმოებას დაიწყებს. ღია ორადგილიანი ავტომობილი გარეგნულად ლეგენდარულ „AC კობრას“ ჰგავს და ის ბაზარზე მომავალ წელს გამოვა. კომპანია შეკვეთებზე იმუშავებს. ყოველი ავტომობილი ხელით აეწყობა და თითოს დამზადებას დაახლოებით სამი თვე დასჭირდება.

Sunday, December 20, 2015

„რენო“ მოდელ „მეგანის“ სედანისძარიან ვერსიასაც გამოუშვებს

Renault Megane Will Get a Sedan Version in 2016
20 დეკემბერი
„რენო“ მეოთხე თაობის ჰეჩბეკ „მეგანის“ სედანისძარიან ვერსიას, მომავალი წლის დასაწყისიდან გამოუშვებს. ამის შესახებ, ჰეჩბეკ „მეგანის“ მთავარმა ინჟინერმა ფაბრის გარსიამ, ავსტრალიურ გამოცემა „მოტორინგთან“ საუბრისას განაცხადა. მანვე დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ იგეგმება „მეგანის“ სამკარიანი და ღია ვერსიების გამოშვება.

„ლამბორგინი ურაკანის“ გამა ახალი ვერსიებით შეივსება

Lamborghini Huracán range to expand with new models
20 დეკემბერი
„ლამბორგინის“ მთავარ აღმასრულებელ სტეფან ვინკელმანის თქმით, მოდელ „ურაკანის“ ვერსიების გამა მალე მინიმუმ ხუთამდე გაიზრდება. ახალი, უკანა ამძრავიანი LP580-2-ის გამოსვლის შემდეგ, „ურაკანის“ ვერსიების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ეს ოთხეულია: „LP610-4 კუპე“, „LP610-4 სპაიდერი“, „LP620-2 სუპერ ტროფეო“ და ზემოთ ნახსენები LP580-2.

„ოპელი“ ახალ GT-ს 2018 წელს გამოუშვებს

Opel Reportedly Developing All-New GT Sports Car For 2018
20 დეკემბერი
კონცეპტი ოპელ მონცა
„ოპელი“ ჟენევის მოტორ შოუზე პრემიერისთვის ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს ამზადებს, რომელსაც, კომპანიის შეფ კარლ-თომას ნოიმანას თქმით, ამ ეტაპზე ალბათ არავინ ელის. მას არ დაუზუსტებია, რა ტიპის ავტომობილზე აქვს ლაპარაკი. არაოფიცალური ინფორმაციით, ეს უნდა იყოს ახალი GT, რომელიც არა 2007-2009 წლების GT-ს შთამომავალია, არამედ ამავე სახელის მქონე ორადგილიანი ავტომობილისა, რომელსაც რიუსელსჰაიმელები 1968-1973 წლებში აწარმოებდნენ.

„ტორო როსო“ მუშაობის მეთოდებს ცვლის

Toro Rosso F1 team changing working methods after 2015 troubles
20 დეკემბერი
„ტორო როსოს“ შეფი ფრანც ტოსტი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მუშაობის მეთოდების შეცვლა მოუწევს იმისათვის, რომ მისმა პილოტებმა პელოტონში წინ წაწევა შეძლონ. გასული სეზონის დასაწყისში, იტალიურმა გუნდმა კონსტრუქტორთა პირველობაზე მეხუთე ადგილის დაკავება დაისახა მიზნად, თუმცა მეშვიდეს დასჯერდა. მართალია, ამის მთავარი მიზეზი, „რენოს“ სუსტი და არასაიმედო აგრეგატი იყო, მაგრამ ტოსტი ამბობს, რომ „ტორო როსოსაც“ აქვს მუშაობა დასახვეწი.

„ფორდ რეინჯერი“ ევროპაში ყველაზე გაყიდვადი პიკაპია

Ford Ranger Is Europe's Best-Selling Pickup Truck
20 დეკემბერი
ევროპის კონტინენტზე, პიკაპების სეგმენტის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, „ფორდის“ მოდელი „რეინჯერია“. ამერიკულ კომპანიას აქ პირველ 11 თვეში უკვე 25 500 „რეინჯერი“ აქვს გაყიდული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 32 პროცენტით მეტია. ახლანდელი თაობის მოდელის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ (2011 წელს), ცისფერი ოვალის წილი ევროპის პიკაპების სეგმენტში, 11.7-დან 23.5 პროცენტამდე გაიზარდა.

„კადილაკი“ აქცენტს წყალბადზე აკეთებს

Cadillac's Chief Marketing Officer: "Hydrogen Is the Future, Current EVs Make No Sense"
20 დეკემბერი
„კადილაკის“ მარკეტინგის შეფი უვე ელინგჰაუსი თვლის, რომ მომავალი წყალბადზე მომუშავე ავტომობილებისაა, რადგან ელექტრომობილებისთვის საჭირო ენერგიის უდიდესი ნაწილის გამომუშავებას, მაინც ორგანული საწვავი სჭირდება. ეს კი ნიშნავს, რომ ახლანდელი ელექტრომობილები, ასე თუ ისე, მაინც შეიძლება გარემოს დამბინძურებლებად ჩაითვალოს.

Saturday, December 19, 2015

„მერსედესს“ საჩემპიონო გადასახადს გადაახდევინებენ

Mercedes has 'bitter-sweet' feeling over record $4.8 million entry fee
19 დეკემბერი
„მერსედესის“ ფ1-ის გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ გაწბილებულია იმით, რომ მის გუნდს, მომავალ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, არც მეტი, არც ნაკლები, 4.8 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. სწორედ ეს თანხა შეადგინა 2014 წლის სეზონში მოპოვებული 701 ქულის ჯამურმა გადასახადმა.

„კიონიგსეგ ვან:1“ 6 მილიონ დოლარად იყიდება

 One-off Koenigsegg One:1 Development Car For Sale At Eye-Watering $6 Million
19 დეკემბერი
შვედურმა კომპანია „კიონიგსეგმა“ თავისი ჰიპერ ავტომობილი „ვან:1“ მხოლოდ ექვსი ცალი დაამზადა და აქედან გამომდინარე, მთელს მსოფლიოში ეს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ავტომობილია. მაგრამ როგორც ირკვევა, მისი მეშვიდე ეგზემპლარიც არსებობს. ეს ის მოდელია, რომელიც „კიონიგსეგმა“ პირველი დაამზადა და ტესტებიც ჩაუტარა. როგორც წესი, ასეთი ავტომობილები არ იყიდება ხოლმე.

„ფერარიმ“ თავისი საუკეთესო დილერი ფ1-ის ბოლიდით დაასაჩუქრა

Ferrari rewards dealer with an F1 car but bedlam ensues getting it into the showroom
19 დეკემბერი
„ფერარიმ“ თავის ყველაზე გამორჩეულ დილერს, ლონდონურ კომპანია „H.R. ოუენს“, რომელიც მის მიერვე, წლის საუკეთესო დილერად აღიარა, ჯილდოს სახით, ფორმულა 1-ის ბოლიდი, SF15-T გადასცა. რა თქმა უნდა, ჯილდო დილერის შოურუმში დააყენეს. მაგრამ სანამ მანქანას ვიწრო ქუჩაზე ტრეილერიდან გადმოტვირთავდნენ, კარგა გრძელი საავტომობილო საცობი წარმოიქმნა.

Friday, December 18, 2015

„ფორდი“ პიკაპ F-150-ის ჰიბრიდულ ვერსიას გამოუშვებს

Ford Confirms F-150 Hybrid Coming by 2020
18 დეკემბერი
„ფორდის“ მთავარმა აღმასრულებელმა მარკ ფილდსმა განაცხადა, რომ მისი კომპანია 2020 წლამდე პიკაპ F-150-ის ჰიბრიდული ვერსიის წარმოებას დაიწყებს. ავტომობილი იქნება უკანა ამძრავიანი და ის სპეციალურად მისთვის შემუშავებული ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება. ფილდსისვე თქმით, ჯერჯერობით არ იგეგმება პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემის გამოყენება.

„სუზუკი“ 2020 წლამდე 20 ახალ ავტომობილს გამოუშვებს

Suzuki to launch 20 cars by 2020
18 დეკემბერი
„სუზუკი“ შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, ბაზარზე ოც ახალ და განახლებულ ავტომობილს გამოუშვებს. ამას ითვალისწინებს იაპონური კომპანიის მიერ ზაფხულში გამოქვეყნებული გეგმა, კოდური სახელწოდებით „სუზუკი ნექსტ 100“. ამ გეგმის შესაბამისად, „სუზუკი“ ევროპულ ბაზარზე ყოველწლიურად, მინიმუმ ერთ ახალ მოდელს გამოუშვებს. ოცეულიდან პირველი სიახლე, ჰეჩბეკი „ბალენო“ იქნება, რომლის პრემიერაც, ფრანკფურტის წლევანდელ მოტორ შოუზე (ფოტოზე) შედგა.