დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 20, 2015

„კადილაკი“ აქცენტს წყალბადზე აკეთებს

Cadillac's Chief Marketing Officer: "Hydrogen Is the Future, Current EVs Make No Sense"
20 დეკემბერი
„კადილაკის“ მარკეტინგის შეფი უვე ელინგჰაუსი თვლის, რომ მომავალი წყალბადზე მომუშავე ავტომობილებისაა, რადგან ელექტრომობილებისთვის საჭირო ენერგიის უდიდესი ნაწილის გამომუშავებას, მაინც ორგანული საწვავი სჭირდება. ეს კი ნიშნავს, რომ ახლანდელი ელექტრომობილები, ასე თუ ისე, მაინც შეიძლება გარემოს დამბინძურებლებად ჩაითვალოს.
გამოცემა „ავტომობილ მეგზინთან“ საუბრისას, ელინგჰაუსმა განაცხადა, რომ „ტესლას“ ელექტრომობილები, გარემოსთვის სასარგებლო არ არის, რადგან ისინი იმ ენერგიას მოიხმარენ, რომლების მისაღებადაც აშშ-ში და იმ ქვეყნებში, სადაც ეს ელექტრომობილები პოპულარობით სარგებლობს, მეტწილად ორგანულ საწვავს იყენებენ და შესაბამისად, ატმოსფეროში დიდი რაოდენობით სათბურის ეფექტის მქონე გამონაბლქვი გამოიტყორცნება. თუმცა მას არაფერი უთქვამს იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ელექტრომობილები განახლებადი წყაროსგან მიღებულ ენერგიაზე მუშაობს, ყველაფერი რიგზეა. მაგრამ ყოველთვის ასე არაა.
ელინგჰაუსი დარწმუნებულია, რომ წყალბადის ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილები, ეკოლოგიურად ყველაზე გამართლებულია, რადგან გადაადგილებისთვის საჭირო ენერგიას თავადვე გამოიმუშავებენ და შესაბამისად, მომავალი სწორედ ამ ტიპის ავტომობილებისაა. უნდა ითქვას, რომ წყალბადის ფიჭური ელემენტების ტექნოლოგიას უკვე არაერთი ავტომწარმოებელი ითვისებს, თუმცა პრობლემად რჩება წყალბადით გაწყობის სადგურების ინფრასტრუქტურის არარსებობა.
ასეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა კი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ წყალბადის გაზისებრ მდგომარეობაში შესანახად, ავზში ძალიან დაბალი ტემპერატურა უნდა იყოს შენარჩუნებული. თუ წყალბადი გაზისებრ მდგომარეობაში არ იქნა, მისი ფიჭურ ელემენტში გამოყენება შეუძლებელი იქნება. თუ ელემენტში ტემპერატური აიწევს, წყალბადი გათხიერდება და ელემენტი ელექტრო ენერგიის გამომუშავებას შეწყვეტს.
ელინგჰაუსმა 15 წელი „ბეემვეში“ იმუშავა. ბავარიულმა კომპანიამ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო წყალბადის ტექნოლოგიებზე მუშაობა. ოღონდ, მას შიდაწვის ძრავების საწვავად იყენებდა. მართალია, ორგანულ საწვავთან შედარებით, წყალბადი ნაკლებად ენერგოეფექტურია, მაგრამ სამაგეროდ, ამ შემთხვევაში, მას თხევად მდგომარეობაში იყენებენ და შენახვაც შედარებით იაფი და ნაკლებად ენერგოტევადი ხდება.

No comments:

Post a Comment