დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 20, 2015

„ფორდ რეინჯერი“ ევროპაში ყველაზე გაყიდვადი პიკაპია

Ford Ranger Is Europe's Best-Selling Pickup Truck
20 დეკემბერი
ევროპის კონტინენტზე, პიკაპების სეგმენტის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, „ფორდის“ მოდელი „რეინჯერია“. ამერიკულ კომპანიას აქ პირველ 11 თვეში უკვე 25 500 „რეინჯერი“ აქვს გაყიდული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 32 პროცენტით მეტია. ახლანდელი თაობის მოდელის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ (2011 წელს), ცისფერი ოვალის წილი ევროპის პიკაპების სეგმენტში, 11.7-დან 23.5 პროცენტამდე გაიზარდა.
ახალი „რეინჯერის“ გაყიდვების მკვეთრი ზრდა, მისი დიზაინის დახვეწამ, არაერთი უახლესი ტექნოლოგიის დანერგვამ, უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებამ, სალონის კომფორტულობის დონის ზრდამ, უახლესი ინფოტაინმენტ სისტემით აღჭურვამ და „ევრო NCAP-ის“ ტესტებზე, ხუთვარსკვლავიანი შეფასების მიღებამ განაპირობა.
„ყოველმხრივი შესაძლებლობები, სტილი, რომელიც მის მტკიცე ხასიათს უსვამს ხაზს და უსაფრთხოება, - ეს იმ თვისებათა კომბინაციაა, რომლებიც „რეინჯერს“ დაუმარცხებელს ხდის. ახალ „რეინჯერზე“ შეკვეთები, ჩვენს მოლოდინს აჭარბებს. ყველაზე მეტი პოპულარობით, ფლაგმანი ვერსია „უაილდტრეკი“ სარგებლობს, რომელიც ექსტერიერის და ინტერიერის ექსკლუზიური შესრულებით გამოირჩევა“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი რიოლანტ დე ვაარდი, ვინც მარკეტინგს, გაყიდვებს და სერვისს უძღვება.
„ფორდ რეინჯერის“ უსაფრთხოების სტანდარტულ ეკიპირებაი შედის ზოლში მოძრაობის გამაფრთხილებელი და ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემები, საგზაო ნიშნების ამომცნობი რადარი, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, წინა და უკუსვლით პარკირების დამხმარე, უკანა ხედვის კამერა და სტანდარტული ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი. სალონის ეკიპირებაში შედის კავშირის და ინფოტაინმენტ სისტემა SYNC 2, რომელიც ხმოვანი სიგნალების იმართება. გარდა ამისა, დამხმარე სისტემებს შორისაა საგანგებო დამუხრუჭების დამხმარე სისტემა, აღმართში დაძვრის და დაღმართში დაშვების დამხმარე სისტემები.
ევროპაში (გერმანიაში) „ფორდ რეინჯერის“ სასტარტო ფასი 26 715.50 ევროა.

No comments:

Post a Comment