დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 19, 2015

„კიონიგსეგ ვან:1“ 6 მილიონ დოლარად იყიდება

 One-off Koenigsegg One:1 Development Car For Sale At Eye-Watering $6 Million
19 დეკემბერი
შვედურმა კომპანია „კიონიგსეგმა“ თავისი ჰიპერ ავტომობილი „ვან:1“ მხოლოდ ექვსი ცალი დაამზადა და აქედან გამომდინარე, მთელს მსოფლიოში ეს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ავტომობილია. მაგრამ როგორც ირკვევა, მისი მეშვიდე ეგზემპლარიც არსებობს. ეს ის მოდელია, რომელიც „კიონიგსეგმა“ პირველი დაამზადა და ტესტებიც ჩაუტარა. როგორც წესი, ასეთი ავტომობილები არ იყიდება ხოლმე.
მაგრამ როგორც ჩანს, შვედურმა კომპანიამ გამონაკლისი დაუშვა და ამ ეგზემპლარის გაყიდვაც გადაწყვიტა. და აი, ის სუპერ და ლუქს ავტომობილებით მოვაჭრე ბრიტანულ კომპანია „სუპერ ვეტურას“ შოურუმში გამოჩნდა. და თუ იმ ექვსი ეგზემპლარიდან თითოეული 2.85 მილიონ დოლარად გაიყიდა, „სუპერ ვეტურამ“ თავის „ვან:1-ს“ ფასად 6.0 მილიონი დოლარი დაადო.
სხვათა შორის, ეს ის ეგზემპლარია, რომელიც შვედურმა კომპანიამ ჟენევის 2014 წლის მოტორ შოუზე წარადგინა. ამავე ავტომობილს უტარდებოდა ტესტები და საჭირო მოდიფიკაციები. ამავე ავტომობილით დამყარდა 0-300-0 კმ/სთ-მდე აჩქარება-შენელების რეკორდი. ამ ავტომობილით, „კიონგსეგმა“ სპა ფრანკორშანისა (ბელგია) და სუზუკას (იაპონია) ტრეკებზე, უსწრაფესი სერიული ავტომობილის წოდბა მოიპოვა.
ცნობისათვის, ავტომობილი აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით, რომლის სიმძლავრე 1 360 ცხენის ძალაა. ამასთან, ავტომობილი მხოლოდ 1 360 კილოგრამს იწონის. ანუ, მისი სიმძლავრის და წონის ფარდობა 1:1-ზეა და სახელიც სწორედ აქედან მოდის.

No comments:

Post a Comment