დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 19, 2015

„ფერარიმ“ თავისი საუკეთესო დილერი ფ1-ის ბოლიდით დაასაჩუქრა

Ferrari rewards dealer with an F1 car but bedlam ensues getting it into the showroom
19 დეკემბერი
„ფერარიმ“ თავის ყველაზე გამორჩეულ დილერს, ლონდონურ კომპანია „H.R. ოუენს“, რომელიც მის მიერვე, წლის საუკეთესო დილერად აღიარა, ჯილდოს სახით, ფორმულა 1-ის ბოლიდი, SF15-T გადასცა. რა თქმა უნდა, ჯილდო დილერის შოურუმში დააყენეს. მაგრამ სანამ მანქანას ვიწრო ქუჩაზე ტრეილერიდან გადმოტვირთავდნენ, კარგა გრძელი საავტომობილო საცობი წარმოიქმნა.
საქმე ისაა, რომ გამვლელ ავტომობილებში მყოფთ აინტერესებდათ იმ ბოლოდის ხილვა, რომელმაც გასულ სეზონში, ერთადერთმა შეძლო „მერსედესისთვის“ მეტნაკლები კონკურენციის გაწევა. ასეც რომ არ ყოფილიყო, ქუჩაში ფ1-ის ავტომობილს ყოველთვის ვერ შეხვდები. ისე კი, „H.R. ოუენს“ ყოველთვის მსგავსი პრობლემები ჰქონია, როცა თავის მაღაზიაში ახალ სუპერ ავტომობილები შეჰყავს.

„ჩვენ მიჩვეულები ვართ მსგავს შემთხვევებს, რადგან სუპერ ავტომობილების სალონში დაყენების დროს, ყოველთვის იძლებულნი ვართ, მცირე ხნით გადავკეტოთ ქუჩა. ამისთვის მოვემზადეთ კიდეც და ყველაფერი დავგეგმეთ იმისათვის, რომ საცობი არ გამოგვეწვია. მაგრამ რას ვიზამდით, როცა ხალხს აინტერესებდა ამ უჩვეულო ექსპონატის ხილვა. ბევრი მანქანა ჩერდებოდა, ან სვლას ანელებდა, რათა კარგად დაენახათ ფ1-ის ავტომობილი. ძალიან ვეცადეთ, რომ ის სწრაფად შეგვეყვანა შოურუმში, მაგრამ ვიწრო ქუჩაზე, მანევრის სწრაფად შესრულების საშუალება არ მოგვეცა. ასე იყო თუ ისე, ხალხის რეაქცია სასიამოვნო სანახავი იყო“, - ამბობს „H.R. ოუენის“ გაყიდვების მენეჯერი შონ თომი.

ის დასძენს, რომ როგორც წესი, სარბოლო ავტომობილი მარანელოს მხოლოდ სეზონის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ ტოვებს. ეს კონკრეტული ავტომობილი, იმ სათადარიგო ნაწილებისგან ააწყვეს, რომლებსაც „ფერარის“ საჯინიბო რბოლებისას იყენებდა. ამასთან, მას არ აქვს ძრავი და ტრანსმისია. ბოლიდის ახალმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ შოურუმის სტუმრებს, ფ1-ის ავტომობილში ჩაჯდომის უფლება არ მისცენ.

No comments:

Post a Comment