დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 18, 2015

„ფორდი“ პიკაპ F-150-ის ჰიბრიდულ ვერსიას გამოუშვებს

Ford Confirms F-150 Hybrid Coming by 2020
18 დეკემბერი
„ფორდის“ მთავარმა აღმასრულებელმა მარკ ფილდსმა განაცხადა, რომ მისი კომპანია 2020 წლამდე პიკაპ F-150-ის ჰიბრიდული ვერსიის წარმოებას დაიწყებს. ავტომობილი იქნება უკანა ამძრავიანი და ის სპეციალურად მისთვის შემუშავებული ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება. ფილდსისვე თქმით, ჯერჯერობით არ იგეგმება პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემის გამოყენება.
„ჩვენ ვმუშაობთ უკანა ამძრავიანი პიკაპის შესაქმნელად, რომელიც კომბინირებული ძალური დანადგარით აღიჭურვება. ბაზარზე ის ამ ათწლეულის ბოლოს გამოვა. ეს იქნება ტრადიციული ჰიბრიდი, რომელსაც F-სერიის ბაზაზე დავამზადებთ“, - ამბობს ფილდსი და არ აუზუსტებს ამ ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს.
თუმცა ადვილად სავარაუდოა, რომ ჰიბრიდული სისტემის შემდგენლობაში, სერია ეკობუსტის ძრავი შევა. ეს შეიძლება იყოს 2.7-ლიტრიანი ტურბო V6, რომელიც ისედაც შედის პიკაპ F-150-ის ძრავების გამაში და იქ ყველაზე ეკონომიური აგრეგატია. კერძოდ, შერეული ციკლით გადაადგილებისას, ას კილომეტრზე მხოლოდ 10.6 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
„ფორდმა“ ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი პიკაპის გამოშვების გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღო. „ფორდის“ წარმოების განვითარების მთავარმა ინჟინერმა რაჯ ნაირმა მაშინ განაცხადა, რომ კომპანიამ პიკაპისთვის ჰიბრიდული სისტემა დიზელის აგრეგატებს ამჯობინა. ჰიბრიდული პიკაპის შემუშავება და წარმოების დაწყება შევა იმ საინვესტიციო გეგმაში, რომელიც ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილების შემუშავებაზე 4.5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს. ამავე გეგმის მიხედვით, 2020 წლისთვის ცისფერი ოვალის სამოდელო გამაში, 13 ჰიბრიდული ავტომობილი შევა.

No comments:

Post a Comment