დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 18, 2015

„სუზუკი“ 2020 წლამდე 20 ახალ ავტომობილს გამოუშვებს

Suzuki to launch 20 cars by 2020
18 დეკემბერი
„სუზუკი“ შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, ბაზარზე ოც ახალ და განახლებულ ავტომობილს გამოუშვებს. ამას ითვალისწინებს იაპონური კომპანიის მიერ ზაფხულში გამოქვეყნებული გეგმა, კოდური სახელწოდებით „სუზუკი ნექსტ 100“. ამ გეგმის შესაბამისად, „სუზუკი“ ევროპულ ბაზარზე ყოველწლიურად, მინიმუმ ერთ ახალ მოდელს გამოუშვებს. ოცეულიდან პირველი სიახლე, ჰეჩბეკი „ბალენო“ იქნება, რომლის პრემიერაც, ფრანკფურტის წლევანდელ მოტორ შოუზე (ფოტოზე) შედგა.
რაც მთავარია, გეგმა პლატფორმების რაოდენობის შემცირებას და ახალი, ეფექტური და ეკონომიური ძრავების შემუშავებას ითვალისწინებს. ადრინდელივით, სამოდელო გამაში კვლავ სუბკომპაქტური და კომპაქტური ავტომობილები, ასევე უგზოობის მოდელები შევა. ამავე გეგმის მიხედვით, 2019 წელს იაპონური კომპანიის გაყიდვების მოცულობამ, 3.4 მილიონს უნდა მიაღწიოს. შედარებისთვის, შარშან მთელს მსოფლიოში, „სუზუკის“ გაყიდვებმა 2.87 მილიონი შეადგინა.
იაპონიის და ინდოეთის გარდა, „სუზუკი“ წარმოებას ინდონეზიაში, ტაილანდსა და უნგრეთში გააფართოებს. ამჟამად, კომპანია თავისი ავტომობილების უმეტესობას იაპონიასა და ინდოეთში აწარმოებს. საშინაო ბაზარზე, „სუზუკი“ მინი ავტომობილების სეგმენტის დაახლოებით 30 პროცენტს აკონტროლებს. იაპონური კომპანიისთვის ყველაზე დიდი ბაზარი ინდოეთია, სადაც მის მიერ წარმოებული სამგზავრო ავტომობილების დაახლოებით 45 პროცენტს ჰყიდის.
იმ 3.4 მილიონი ავტომობილიდან, რომლების გაყიდვაც 2019 წელს იგეგმება, 2.2 მილიონი აზიის ქვეყნებზე მოვა. შედარებისთვის, შარშან აზიის ბაზარზე 1.7 მილიონი „სუზუკი“ გაიყიდა. 2020 წელს კომპანიას ასი წელი შეუსრულდება და მის ხელმძღვანელობას სურს, რომ იუბილისთვის მსოფლიო ბაზარზე წილის გაზრდა შეძლოს.

No comments:

Post a Comment