დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 17, 2015

ორი ტურბო ძრავი „პორშე 718 ბოქსტერ/კაიმანისთვის“

Porsche 718 Boxster & Cayman Confirmed To Offer Two Turbo'd Four-Pots
17 დეკემბერი
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ „პორშე“ განახლებულ „კაიმანს“ და „ბოქსტერს“ სახელში რიცხვ 718-ს დაამატებს. სხვათა შორის, გერმანულმა კომპანიამ, „718 ბოქსტერის“ სატესტო პროტოტიპის საგზაო ტესტებში მონაწილეობისთვის, ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ჟურნალისტი მიიწვია, რომელმაც ახალი ავტომობილების შესახებ, დამატებითი ინფორმაციაც შეიტყო.
კერძოდ, ორივე ავტომობილის ძრავების გამაში, მხოლოდ ორი ტურბო აგრეგატი შევა და არა სამი, რაზეც ადრე იყო ლაპარაკი. ორივე ძრავი ოთხცილინდრიანია და ორივე ცილინდრების ოპოზიტური განლაგების მქონე. ერთის მუშა მოცულობა 2.0 ლიტრია და ის ერთი ტურბო კომპრესორით არის აღჭურვილი, რომელსაც ტურბინის ფრთების ცვალებადი გეომეტრია აქვს. მისი სიმძლავრე 295 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 350 ნიუტონმეტრი.
მეორე ძრავიც ოთხცილინდრიანია, ოღონდ მისი მუშა მოცულობა 2.5 ლიტრი იქნება. მისით „718 ბოქსტრ S“ და „718 კაიმან S“ აღიჭურვება. ის განსხვავებული ტურბო კომპრესორით აღიჭურვება, რომელსაც „პორშე“ 991-თაობის 911-ზე იყენებს. ამ აგრეგატის სიმძლავრე 355 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 400 ნიუტონმეტრი.
ორივე ახალი მოდელი და მათი S მოდიფიკაციები, შესაბამის წინამორბედებზე მძლავრები იქნება. სამაგიეროდ, უფრო დამძიმდებიან კიდეც. მაგალითად, „718 ბოქსტერის“ საბაზო ვერსიის წონა 1 400 კილოგრამია, როცა მისი წინამორბედი 1315 კილოგრამს იწონის. და ამის მიუხედავად, ახალ მოდელებს უკეთესი ტემპერამენტი ექნება. კერძოდ, „კაიმანიც“ და „ბოქსტერიც“ ადგილიდან ასის ასაკრეფად 5.5 წამს იმყოფინებენ, მათი S ვერსიები კი 5.0 წამში ჩაეტევიან.

No comments:

Post a Comment