დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 17, 2015

„რამუსა“ - იტალიური უგზოობის სუპერ ავტომობილი

Ramusa, a New "Hypersuv" by Camal Design Center, Revealed
17 დეკემბერი
დიზაინის იტალიურმა ცენტრმა, სახელად „კამალ“, რომელიც ტურინშია ბაზირებული და რომელიც 2008 წელს, „ფიატის“, „ბერტონეს“ და „ფერარის“ ყოფილმა თანამშრომელმა ალესანდრო კამორალიმ დააარსა, უგზოობის ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, სახელად „რამუსა“ (ეს სიტყვა იტალიურის პიემონტურ დიალექტზე ხვლიკს ნიშნავს) შეიმუშავა. ეს ავტომობილი, „ბუგატი EB110-ის“ ბაზაზეა შემუშავებული და ძრავიც მისივე აქვს.
ახალი ავტომობილის შემქმნელებმა ჩათვალეს, რომ „რამუსა“ არცერთ არსებულ სეგმენტს არ შეესაბამება და მათაც, ის სრულიად ახალ სეგმენტს მიაკუთვნეს, რომელსაც „ჰაიპერSUV“ უწოდეს. ანუ, უგზოობის ჰიპერ ავტომობილი. უნდა ითქვას, რომ ამ სეგმენტს კარგად მოერგებოდა „ლამბორგინის“ და „ჯუჯაროს“ ერთობლივი კონცეპტი „პარკური“, მაგრამ იტალიურმა კომპანიამ, უფრო სწორედ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფმა, ამ შესანიშნავი ავტომობილის წარმოებისგან თავის შეკავება ამჯობინა.
დავუბრუნდეთ „რამუსას“. გარეგნულად ის ჩვეულებრივი სუპერ ავტომობილია. თუმცა, კლირენსი ქროსოვერის აქვს, რაც ცუდ გზებზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს. და მაინც, მისი სიმაღლე 1 500 მილიმეტრზე დაბალია. ეს არის ორადგილიან ავტომობილი, ბაზაში განლაგებული ძრავით. მისი სიგრძე 4 320 მილიმეტრია, სიგანე 2 020 მილიმეტრი, სიმაღლე კი - 1 300 მილიმეტრი. კლირენსი კი 250 მილიმეტრია.

„რამუსა“ ელეგანტური ავტომობილია. მისი დიზაინის ავტორებმა, ფორმის შემუშავებისას, ფუნქციურობა ესთეტიურობას შეუხამეს. გლუვი ფორმების მიუხედავად, ავტომობილს საკმაოდ აგრესიული იერი აქვს, რასაც ბორბლების დაბერილი თაღები განაპირობებს. ძარა რა თქმა უნდა, კარბონის ბოჭკოს კომპოზიტის ნაწარმია. ავტომობილს ორიგინალური ფორმის ფარები ამშვენებს.
„რამუსას“ ძირითად მამოძრავებელი აგრეგატია იმავე „ბუგატი EB110-ის“ 3.5-ლიტრიანი V12, რომლის ცილინდრებსაც 60 სარქველი ემაახურება. მასთან წყვილში 6-საფეხურიანი კოლოფი მუშაობს. ის უკანა ბორბლებს ატრიალებს. წინბისთვის კი ჰიბრიდული სისტემაა, რომელიც ავტომობილის ცენტრში მოთავსდა და მისი მთავარი აგრეგატი ელექტრო ძრავია. ორივე ძრავის ჯამური სიმძლავრე 800 ცხენის ძალაა.

No comments:

Post a Comment