დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, June 16, 2015

„ტორინო დიზაინის“ ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი „უაილდტველვ“

Torino Designs Unveils "Wildtwelve" Mid-Engine Hybrid Supercar
16 ივნისი
ტურინის მოტორ შოუზე, სახელად „სალონე ე გრან პრემიო“, რომელიც ღია ცის ქვეშ, „პარკო დელ ვალენტინოს“ მახლობლად გაიმართა, პატარა კომპანია „ტორინო დიზაინმა“ თავისი პირველი ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, „ATS უაილდტველვი“ წარადგინა. პარკი, რომლის მახლობლადაც შოუ გაიმართა, „კასტელო დელ ვალენტინოს“ გვერდით მდებარეობს, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და იქ ავტო შოუ 1900 წელს გამართულა, 1935-1955 წლებში კი იქ დიდი პრიზის დონის რბოლები იმართებოდა.
რაც შეეხება შუაძრავიან სუპერ ავტომობილს, რომელიც „ტორინო დიზაინმა“ შოუზე წარადგინა. მისი სახელი ორი სიტყვის ნაერთია. „უაილდ“, ველური, მის შესაძლებლობებზე მიგვანიშნებს, „ტველვ“ კი ავტომობილის ძრავის ცილინდრების რიცხვს აღნიშნავს. რაც შეეხება აბრევიატურას, ის ნიშნავს „აუტომობილი ტურიზმო ენდ სპორტს“. ეს არის პატარა იტალიური კომპანიის სახელი, რომელიც 1960-იან წლებში, „ფერარიდან“ წასულმა ინჟინრებმა შექმნეს.
ავტომობილი აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც 3.8-ლიტრიან V12 ძრავთან ერთად, ორი ელექტრო ძრავიც მუშაობს. შიდაწვის ძრავი უკანა ბორბლებს ატრიალებს, ელექტრულები კი - წინებს. სამივე აგრეგატის ჯამური სიმძლავრე 860 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 918 ნიუტონმეტრი. შიდაწვის ძრავთან წყვილში 9-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. და ავტომობილი სრულ ამძრავიანია.
ასეთი მახასიათებლების დახმარებით, კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.6 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 390 კმ/სთ-ს აღწევს. ამის შემდგ ალბათ ყურსაც ბუნებრივად მოხვდება ავტომობილის სახელი - „უაილდტველვ“. ტურინული ავტომობილი, კარბონის კომპოზიტით დამზადებულ სტრუქტურაზეა აგებული. ამან კი მისი სიმსუბუქე განაპირობა - ის 1450 კილოგრამს იწონის.

„ATS უაილდტველვის“ სიგრძე 4 400 მილიმეტრია, სიგანე 2 000 მილიმეტრი, სიმაღლე 1 200 მილიმეტრი. მას მხოლოდ 30 ცალს დაამზადებენ. წარმოების ადგილად, „ბუგატის“ ყოფილი ფაბრიკა შეარჩიეს, რომელიც კამპოგალიანოში მდბარეობს, სადაც მოდელ EB110-ს აწყობდნენ.

No comments:

Post a Comment