დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, June 17, 2015

„სუზუკი ჯიმნი სტრიტ“ - ჯარისკაცი ქუჩისთვის

Suzuki Introduces Colorful Jimny Street Limited Edition In Italy
17 ივნისი
17 წელია, ეს პატარა ყველგანმავალი ბაზარზეა. თანამედროვე ავტო ინდუსტრიისთვის ეს რეკორდული დროა, თუმცა მალე (დაახლოებით ორ წელიწადში) ეს ისტორიაც დასრულდება - იაპონური კომპანია მის შემცვლელს უკვე ამზადებს. და სანამ ახლანდელი „ჯიმნის“ წარმოება შეწყდება, მყიდველს მის სპეც ვერსიას - „ჯიმნი სტრიტს“ შესთავაზებენ.
სამწუხაროდ, ამ ავტომობილის შეძენა მხოლოდ იტალიაშია შესაძლებელი და ისიც, ძალიან შეზღუდული რაოდენობით - „სუზუკი“ მხოლოდ 100 ცალი „ჯიმნი სტრიტის“ გამოშვებას აპირებს. უგზოობის ამ პატარა ავტომობილს განახლება გასული წლის ბოლოს ჩაუტარდა. სწორედ განახლებული ვერსიის ბაზაზე გამოუშვებენ „ჯიმნი სტრიტს“, რომელიც საბაზო მოდელის ინტერიერს და ძირითად ეკიპირებას სრულად შეინარჩუნებს.
„ჯიმნი სტრიტი“ ორ - ნაცრისფერსა და თეთრ ფერში გამოეწყობა. ამასთან, ექსტერიერის ზოგიერთი დეტალი, მათ შორის კაპოტზე, გარე სარკეებზე, ბამპერსა და სახურავზე, ფორთოხლისფერში შესრულდება. სათადარიგო ბორბლის კორპუსს, რომელიც მანქანის უკანაა განლაგებული, ამ ავტომობილისთვის შემუშავებული გრაფიკა ამშვენებს. მასზევე იაპონურად აწერია „კიო“. იაპონურად სწორედ ასე გამოითქმის იაპონიის ყოფილ დედაქალაქ კიოტოს სახელი.
სხვა თავისებურებებია: მუქი ნაცრისფერი ბორბლები, რომლებიც ალუმინისგანაა დამზადებული, სალონში ფორთოხლისფერი დეტალები. გაიზარდა სტანდარტული ეკიპირების ჩამონათვალი. მათ შორისაა სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი (ESC), საბურავებში წნევის მონტორინგის სენსორები, ასევე ინფოტაინმენტ სისტემა 7-დუიმიანი სენსორული ეკრანით, სატელიტური ნავიგაცია და კავშირის უკაბელო სისტემა.

რაც შეეხება ძრავს, ის არ შეცვლილა. ეს არის ბენზინის 1.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატი, რომელიც 85 ცხენის ძალას იძლევა. მასთან წყვილში 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ტრანსმისია სრულ ამძრავიანია. „სუზუკი ჯიმნი სტრიტის“ გაყიდვები ივლისში იწყება, ავტომობილის ფასი კი 19 900 ევროა.

No comments:

Post a Comment