დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 19, 2014

ბიანკი უკეთაა

Bianchi family statement: Jules now breathing 'unaided'
19 ნოემბერი
ჟიულ ბიანკის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ხელოვნური ხელოვნური კომიდან გამოეყვანათ, სუნთქვის აპარატიდან მოეხსნათ და საფრანგეთში, ქალაქ ნიცას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაეყვანათ. იაპონიის დიდი პრიზის რბოლისას მომხდარი ავარიის შემდეგ, რომლის დროსაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო, ბიანკიმ კომაში შვიდი კვირა გაატარა.

Tuesday, November 18, 2014

გაიცანით - „შელბი GT350 მუსტანგი“

Ford unleashes extreme Shelby GT350 Mustang
18 ნოემბერი
25-წლიანი პაუზის შემდეგ, „ფორდმა“ ბაზარზე თავის პოპულარულ პონი ქარ „მუსტანგის“ ვერსია „შელბი GT350 მუსტანგი“ დააბრუნა. ეს ავტომობილი მეექვსე თაობის „მუსტანგის“ ტოპ ვერსიაა და ცისფერი ოვალის ისტორიაში, ყველაზე მძლავრი ატმოსფერული V8 ძრავითაა აღჭურვილი. ცისფერი ოვალის განმარტებით, ეს არის „ქუჩისთვის ლეგალური სატრეკო ავტომობილი“.

„ბენტლი“ და „ლამბორგინი“ შეიძლება უცხოეთშიც გამოუშვან

Bentley, Lamborghini consider foreign production
18 ნოემბერი
წარმოგიდგენიათ ისეთი „ბენტლი“, რომელიც ბრიტანეთში არაა დამზადებული? ან ისეთი „ლამბორგინი“, რომელიც იტალიის ფარგლებს გარეთ გამოუშვეს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ მალე შეიძლება ორივე კომპანიამ, რომლებიც „ფოლკსვაგენის“ დიდ ოჯახში არიან მოქცეულნი, ეს ტრადიცია დაარღვიოს. სწორედ გერმანული ჯგუფის ხელმძღვანელობა განიხილავს ორივე კომპანიის წარმოების ექსპანსიის საკითხს.

ჰორნერი: „რენოს“ ძრავი „მერსედესთან“ 75 ცხენის ძალას აგებს

Horner says Renault 75hp down on Mercedes
18 ნოემბერი
იტალიურ გამოცემა „აუტოსპრინტთან“ საუბრისას, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ განსხვავება „რენოს“ და „მერსედესის“ ძრავების სიმძლავრეებს შორის, 75 ცხენის ძალაა. და ძრავების სრულყოფის პროცესის „გაყინვის“ წესის გამო, არც „რენოს“ და არც მასავით ჩამორჩენილ “ფერარის“, დაწევის საშუალება არ აქვთ.

Monday, November 17, 2014

„იაგუარ ლენდ როვერი“ ძველ „დიფენდერს“ საკადრისად გააცილებს

Jaguar Land Rover plans more Special Operations vehicles
17 ნოემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ არამხოლოდ ახალი ავტომობილების შემუშავებით, ახალი ტექნოლოგიების შემუშავებით და სამოდელო გამის გაფართოებითაა დაკავებული, არამედ არსებული მოდელების ბაზაზე, სპეც ვერსიებსაც ინტენსიურად ამზადებს, რაც მას დამატებითი მყიდველის მოზიდვის საშუალებას აძლევს. სწორედ ამისათვის შეიქმნა შიდასაქარხნო სატუნინგო შტო „სპეშლ ოპერეიშნზ“, რომელმაც ახლახანს თავისი პირველი პროდუქტი - „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ი“ გაგვაცნო.

„ფერარის“ დამოუკიდებლობის ფასი 2.8 მილიარდი დოლარია

Ferrari to pay Fiat Chrysler $2.8B prior to spinoff
17 ნოემბერი
„ფიატ კრაისლერ ავტომობილსმა“ თავისი მარგალიტის - „ფერარის“ აქციონერება გადაწყვიტა. ოღონდ, სანამ მის აქციებს ბირჟაზე გამოიტანს, ჯერ საკუთარი ჯგუფისგან განაცალკევებს. ამისათვის კი მარანელოელებს იტალიურ-ამერიკული ჯგუფისთვის, გამოსასყიდის სახით, 2.8 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევთ. და ეს სახელოვანი იტალიური კომპანიის დამოუკიდებლობის საფასური იქნება.

„ბეემვე“ წყალბადის ფიჭურელემენტიან i5-ის გამოშვებას აპირებს

BMW plans new hydrogen-fuelled i5
17 ნოემბერი
ქვე-ბრენდ i-ს მესამე ავტომობილისთვის „ბეემვე“ ტექნოლოგიას „ტოიოტასგან“ გაიზიარებს. ლაპარაკია წყალბადის ფიჭურ ელემენტებზე, რომლით აღჭურვილ ელექტრომობილ „მირაისაც“ იაპონური კომპანია მალე გამოუშვებს. სავარაუდოდ, ახალ ტექნოლოგიას ბავარიელები პირველად თავიანთ მესამე i-მოდელზე გამოიყენებენ, რომელიც ბაზარზე i5-ის სახელით გამოვა.

„პეჟო 2008 DKR“ საბრძოლო ფორმაში

Peugeot Reveals Final Livery of its 2008 DKR Dakar Racer
17 ნოემბერი
დაკარის რალი მარათონის დაწყებამდე თვენახევრით ადრე, „პეჟომ“ თავისი სარბოლო ბაგის ტიპის უკანა ამძრავიანი ავტომობილი, 2008 DKR-ი საბრძოლო, სპონსორ „რედ ბულის“ ფორმაში გამოწყობილი წარმოადგინა. ეს ავტომობილი აქამდე „უმად“, კარბონის კომპოზიტის მუქ ფერებში გადიოდა ტესტებს.

„ფოლკსვაგენი“ ლოს ანჯელესში ორი კონცეპტით წარსდგება

VW Bringing Golf R 400 And GTI Roadster Concepts To L.A.
17 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე „ფოლკსვაგენი“ ორ კონცეპტუალურ ავტომობილს - „გოლფ R 400-ს“ და „GTI როდსტერ ვიჟნ გრან ტურიზმოს“ წარადგენს. პირველი მათგანის პრემიერა პეკინის მოტორ შოუზე შედგა, მეორე კი ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმოს“ 15 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცეპტუალური ნამუშევარია, რომლის რეალური ვერსიაც (ფოტოზე) ვოლფსბურგელებმა პირველად ვორთერზეეს ფესტივალზე, მაისში გვიჩვენეს.

Sunday, November 16, 2014

„ფორდის“ ევროპული გაყიდვები 8 პროცენტით გაიზარდა

Ford's European sales up 8% on UK, Italy gains
16 ნოემბერი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ოქტომბერში ევროპული გაყიდვები 8 პროცენტით გაზარდა. ამერიკული კომპანიისთვის ეს ზედიზედ მეხუთე მზარდი თვეა, რაც მეტწილად ბრიტანეთსა და იტალიაში მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. თავის მხრივ კი სოლიდური მოთხოვნა, ბაზარზე ახალი ავტომობილების გამოსვლამ უზრუნველყო.

ეკლსტოუნი ორმაგი ქულების წესის გაუქმებას გვპირდება

Ecclestone set to drop double points for 2015
16 ნოემბერი
როგორც ჩანს, სეზონის ბოლო რბოლაზე ორმაგი ქულების წესს დიდი დრო აღარ დარჩა - თვით ბერნი ეკლსტოუნმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონში ფორმულა ერთის ეს ანომალია ისტორიას ჩაბარდება. არადა, ზუსტად ერთი წლის წინათ, სწორედ მისი აქტიურობის შედეგად შემოიღეს ეს წესი, რომლის დანიშნულებაც მარტივია - ჩემპიონატის ბოლო წრეებამდე ინტრიგის შენარჩუნება.

ჩემპიონმა ოჟიემ სეზონი გამარჯვებით დაასრულა

Sebastien Ogier finishes off the season with a win!
16 ნოემბერი
უელსის რალით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატი. ბოლო რბოლაში ფრანგმა აწ უკვე ორგზის ჩემპიონმა, სებასტიან ოჟიემ იზეიმა გამარჯვება. მან სტარტიდანვე მოიპოვა ლიდერობა და ბოლომდე წინ აღარავინ გაუშვია. ტყის გრუნტიან გზაზე მან 37.6 წამით აჯობა მიკა ჰირვონენს.

Friday, November 14, 2014

„ფორდმა“ ამერიკაში უკვე 7 მილიონი „ექსპლორერი“ გაჰყიდა

Ford Has Sold 7 Million Explorers in the U.S. since 1990
14 ნოემბერი
მალე ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, განახლებული „ფორდ ექსპლორერი“ წარდგება. ბაზარზე მის გამოსვლამდე კი უგზოობის ამ ავტომობილმა მნიშვნელოვანი ზღვარი გადალახა - 1990 წლიდან მოყოლებული, ის შვიდმა მილიონმა ამერიკელმა შეიძინა. ბაზარზე გატარებული 25 წლისთვის, თანაც მხოლოდ ერთ ქვეყანაში, ეს ძალიან ბევრია.

სუპერ ავტომობილი ორლანდოდან „ლაფერარის“ სტილში

Florida Tuner Reveals LaFerrari-Inspired W70 Supercar
14 ნოემბერი
ქალაქ ორლანდოში (შტატი ფლორიდა) ბაზირებულმა კომპანია „ექსოტიკ რაიდსმა“ სუპერ ავტომობილის პროექტი შეიმუშავა, რომელსაც W70 უწოდა. მისი წარმოების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს. ამ ავტომობილის მთავარი თავისებურება ისაა, რომ ის გარეგნულად „ფერარის“ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „ლაფერარის“ჰგავს. ოღნდ მასთან შედარებით, უფრო მომრგვალებული ფორმებით გამოირჩევა.

„სუზუკი სელერიო“ ევროპას ალბიონიდან ეწვევა

Suzuki Celerio City Car Coming to the UK in February 2015
14 ნოემბერი
ამ პატარა ავტომობილისთვის „სუზუკის“ ხმარებაში შემოაქვს განსაზღვრება A+, რაც იმას ნიშნავს, რომ „სელერიო“A კლასზე ოდნავ დიდი ავტომობილია. დიდი ინტერიერის სივრცით და არა გარე გაბარიტებით. რა თქმა უნდა, ავტომობილების დამკვიდრებული კლასიფიკაციის შეცვლას არავინ აპირებს, იაპონური კომპანია კი თავისი განსაზღვრებით გვეუბნება, რომ „სელერიოს“ სახით, კონკურენტებზე კომფორტულ ავტომობილს გვთავაზობს.