დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 17, 2014

„იაგუარ ლენდ როვერი“ ძველ „დიფენდერს“ საკადრისად გააცილებს

Jaguar Land Rover plans more Special Operations vehicles
17 ნოემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ არამხოლოდ ახალი ავტომობილების შემუშავებით, ახალი ტექნოლოგიების შემუშავებით და სამოდელო გამის გაფართოებითაა დაკავებული, არამედ არსებული მოდელების ბაზაზე, სპეც ვერსიებსაც ინტენსიურად ამზადებს, რაც მას დამატებითი მყიდველის მოზიდვის საშუალებას აძლევს. სწორედ ამისათვის შეიქმნა შიდასაქარხნო სატუნინგო შტო „სპეშლ ოპერეიშნზ“, რომელმაც ახლახანს თავისი პირველი პროდუქტი - „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ი“ გაგვაცნო.
ერთ-ერთი პირველი ავტომობილი, რომელსაც „სპეშლ ოპერეიშნზის“ ხელი შეეხება, არის ძველი „დიფენდერი“, რომლის წარმოებაც მალე შეწყდება, რათა ძველმა ახალ მოდლს დაუთმოს ადგილი. და ბრიტანულ კომპანიას სურს, რომ პოპულარულ ავტომობილს, შესაფერისი გაცილება მოუწყოს. ცნობისათვის, „სპეშლ ოპერეიშნზს“ „ლენდ როვერის“ ყოფილი შეფი ჯონ ედვარდსი ხელმძღვანელობს. დივიზიონში 500 მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტი მუშაობს. მის კომპეტენციაში ოთხი მიმართულება შედის: სპეციალური ავტომობილები, პერსონალიზაცია, კლასიკური ავტომობილები და ბრენდირებული აქსესუარები.
გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, ედვარდსმა განაცხადა, რომ ყოველ მიმართულებას დამატებით საკუთარი სამ-სამი შტო ექნება. ესენია მდდრული, სპორტული და უგზოობის თვისებათა აქცენტირება. სწორედ მესამე შტოს შესაბამისად დაამზადებენ ძველი „დიფენდერის“ ვერსიებს. ამ მხრივ, „სპეშლ ოპერეიშნზს“ ორი ძალიან პოპულარული თემა აქვს „ქემელ ტროფისა“ და „პარიზ-დაკარის“ სახით.

No comments:

Post a Comment