დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 17, 2014

„ფოლკსვაგენი“ ლოს ანჯელესში ორი კონცეპტით წარსდგება

VW Bringing Golf R 400 And GTI Roadster Concepts To L.A.
17 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე „ფოლკსვაგენი“ ორ კონცეპტუალურ ავტომობილს - „გოლფ R 400-ს“ და „GTI როდსტერ ვიჟნ გრან ტურიზმოს“ წარადგენს. პირველი მათგანის პრემიერა პეკინის მოტორ შოუზე შედგა, მეორე კი ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმოს“ 15 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცეპტუალური ნამუშევარია, რომლის რეალური ვერსიაც (ფოტოზე) ვოლფსბურგელებმა პირველად ვორთერზეეს ფესტივალზე, მაისში გვიჩვენეს.
„გოლფ R 400“ მცირესერიული წარმოებისთვისაა მომზადებული. ის ახალი „გოლფ R-ის“ ბაზაზე შეიქმნა, ოღონდ მისი 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავის სიმძლავრე 400 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაქსიმალური მომენტი კი - 450 ნიუტონმეტრამდე. ეს ყველაფერი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან ასამდე აჩქარება 3.9 წამში შეძლოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 280 კმ/სთ-ია.
ასეთ მძლავრ ძრავთან წყვილში მუშაობს 7-საფეხურიანი DSG ტრანსმისია, რომელიც მას ორქუროიანი გადაბმულობით უკავშირდება. მისგან გამომავალი მამოძრავებელი ძალა კი, სისტემა 4მოუშნის დახმარებით, ოთხივე წამყვან ბორბალს უნაწილდება. გარდა ამისა, სტანდარტულ „გოლფთან“ შედარებით, 20 მილიმეტრით არის შემცირებული კლირენსი. და ავტომობილი 19-დუიმიან ბორბლებზე დგას.
რაც შეეხება „GTI როდსტერ ვიჟნ GT-ს“, მისი წარმოება არ იგეგმება. მაგრამ ის „გოლფ R 400-ზე“ გაცილებით ექსტრემალური ავტომობილია. ის აღჭურვილია წყვილ ტურბოკომპრესორიანი 3.0-ლიტრიანი V6 ძრავით, რომელიც 503 ცხენის ძალას და 560 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ტრანსმისია აქაც იგივეა - ორქუროიანი გადაბმულობით ძრავთან დაკავშირებული 7-საფეხურიანი DSG, რომლისგანაც ოთხივე ბორბალს მაბრუნ ძალას სისტემა სისტემა 4მოუშნი უნაწილებს. ამ აღჭურვილობით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.5 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 310 კმ/სთ-ია.

No comments:

Post a Comment