დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 18, 2014

„ბენტლი“ და „ლამბორგინი“ შეიძლება უცხოეთშიც გამოუშვან

Bentley, Lamborghini consider foreign production
18 ნოემბერი
წარმოგიდგენიათ ისეთი „ბენტლი“, რომელიც ბრიტანეთში არაა დამზადებული? ან ისეთი „ლამბორგინი“, რომელიც იტალიის ფარგლებს გარეთ გამოუშვეს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ მალე შეიძლება ორივე კომპანიამ, რომლებიც „ფოლკსვაგენის“ დიდ ოჯახში არიან მოქცეულნი, ეს ტრადიცია დაარღვიოს. სწორედ გერმანული ჯგუფის ხელმძღვანელობა განიხილავს ორივე კომპანიის წარმოების ექსპანსიის საკითხს.
როგორც ჰოლანდიურ გაზეთ „დე ტელეგრააფის“ საავტომობილო დამატება „აუტოვიზიე“ იტყობინება, „ბენტლისაც“ და „ლამბორგინისაც“ გაფართოების ამბიციური გეგმები აქვთ. ეს ეხება როგორც სამოდელო გამების გაფართოებას, ასევე წარმოების მოცულობის ზრდასაც. მაგალითად, ორივე კომპანია უგზოობის ავტომობილის გამოშვებას აპირებს. „ბენტლის“ შემთხვევაში, ავტომობილი უკვე შემუშავების სტადიაშია, „ლამბორგინის“ კი ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია (არადა, ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მწვანე შუქი ანთებულია). რაც შეეხება წარმოების მოცულობას, „ბენტლის“ წარმოება 50 პროცენტით უნდა გაიზარდოს, „ლამბოსი“ კი - 100-ით.
წარმოების გაზრდა კი, ახალი საწარმოო სიმძლავრეების გარეშე შეუძლებელი იქნება. „ბენტლისა“ (ქრიუ, ბრიტანეთი) და „ლამბორგინის“ (სანტ’აგატა ბოლონეზე, იტალია) ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობენ. „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს კი ევროპაშიც და მთელს მსოფლიოშიც, თავისუფარი საწარმოო სიმძლავრეები გააჩნია. ამიტომ, არ იქნება გასაკვირი, თუ რომელიმეს სწორედ ამ ორი კომპანიის მოდელების წარმოებით დატვირთავს. მითუმეტეს, თუკი ორივე კომპანიის მოდლები ერთსა და იმავე პლატფორმაზე იქნება ბაზირებული.
საინტერესოა, რომ „ბენტლის“ ბრიტანეთის გარეთ ავტომობილები უკვე გამოუშვია - „კონტინენტალ ფლაინგ სპურს“ დრეზდენში, იმ ქარხანაში აწარმოებდა, რომელიც „ფოლკსვაგენ ფაეტონს“ უშვებს. სხვათა შორის, „ლამბორგინის“ უახლესი „ურაკანის“ ძარა გერმანიაში მზადდება. საინტერესოა, რომ ორივე კომპანიის ბრიტანელი კონკურენტი „იაგუარ ლენდ როვერი“, ბრიტანეთის გარეთ უკვე აწარმოებს ავტომობილებს - ახლახანს ქარხანა ჩინეთში აამოქმედა, მალე კი ინდოეთში, ბრაზილიასა და შეერთებულ შტატებშიც ააშენებს.
კიდევ ერთი მაგალითია „პორშე“, რომელიც „კაიენის“ უმეტეს ნწილს სლოვაკეთში ამზადებს, თუმცა ავტომობილების საბოლოო აწყობა ლაიპციგში ხდება. თუმცა, მალე ამ ავტომობილის წარმოება მთლიანად ბრატისლავაში გადაინაცვლებს. სხვათა შორის, „კაიენი“ პლატფორმას „ფოლკსვაგენის“ სხვა ორ ავტომობილთან - „ფოლკსვაგენ ტუარეგთან“ და „აუდი Q7-თან“ იყოფს. შემდგი თაობის პლატფორმაზე (მოდულურზე) კი „ბენტლის“ და „ლამბორგინის“ უგზოობის ავტომობილებიც დაემყნობა. და სავარაუდდ, ამ ორივე მანქანასაც ბრატისლავაში გამოუშვებენ.

No comments:

Post a Comment