დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 14, 2014

„ფორდმა“ ამერიკაში უკვე 7 მილიონი „ექსპლორერი“ გაჰყიდა

Ford Has Sold 7 Million Explorers in the U.S. since 1990
14 ნოემბერი
მალე ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, განახლებული „ფორდ ექსპლორერი“ წარდგება. ბაზარზე მის გამოსვლამდე კი უგზოობის ამ ავტომობილმა მნიშვნელოვანი ზღვარი გადალახა - 1990 წლიდან მოყოლებული, ის შვიდმა მილიონმა ამერიკელმა შეიძინა. ბაზარზე გატარებული 25 წლისთვის, თანაც მხოლოდ ერთ ქვეყანაში, ეს ძალიან ბევრია.
დებიუტიდან ძალიან მალე, „ექსპლორერი“ ამერიკელთა ფავორიტ უგზოობის ავტომობილად იქცა. ამ დროის განმავლობაში, ის ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი უგზოობის ავტომობილია. მომავალ წელს ცისფერი ოვალის ბესტსელერ ყველგანმავალს 25 წელი უსრულდება ამ არცთუ მრგვალ იუბილეს განახლებული მოდელით აღნიშნავს. ავტომობილი, რომელსაც ამერიკა პირველად 19 ნოემბერს, ლოს ანჯელესში იხილავს, ბაზარზე მომავალი წლის ზაფხულში გამოვა.
როდესაც „ფორდმა“ ამერიკის ბაზარზე „ექსპლორერი“ პირველად გამოუშვა, იმ დროს ამერიკაში მინივენების ბიმი იყო. მაგრამ ახალი ავტომობილით ცისფერმა ოვალმა ბევრი მყიდველი გადაიბირა. ეს კი იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ ეს ავტომობილი, მყიდველს მინივენის ბევრ თვისებასაც სთავაზობდა და თან შესაშური გამავლობითაც გამოირჩეოდა.
„საოჯახო გადამყვანზე მსოფლიოს მყიდველთა შეხედულება „ექსპლორერმა“ შეცვალა. ის მათ მეტ თავგადასავალსაც სთავაზობდა. „ექსპლორერის“ დახმარებით, საოჯახო ავტომობილმა, მეტი ემოციური დატვირთვა შეიძინა. და ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ის ჩვენთან ყველაზე პოპულარული უგზოობის ავტომობილია“, - ამბობს „ფორდ ექსპლორერის“ მარკეტინგის მენეჯერი კრეიგ პატერსონი.
როგორც ამერიკული კომპანია ამბობს, „ექსპლორერი“ კვლავაც ძალიან კარგად იყიდება. წლის პირველ ათ თვეში, ამერიკის ბაზარზე გაყიდვებმა 6 პროცენტით მოიმატა. ეს ავტომობილი მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში იყიდება, თუმცა მისთვის მთავარი ბაზარი ამერიკაა, რომელზეც მთლიანი გაყიდვების უმეტესი წილი მოდის. და მაინც, „ფორდი“ იმედოვნებს, რომ ჩიკაგოს ქარხანში გამოშვებული 56 000 „ექსპლორერი“ დანარჩენ მსოფლიოში გაიყიდება.

No comments:

Post a Comment